[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთწლიანი განშორების შემდეგ "სამტრედია" დაუბრუნდა. კლუბი ახალ სეზონს ახალი სპონსორითაც ხვდება, გუნდთან კომპანია "არქი" თანამშრომლობს.

საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" მომავალ სეზონში საშინაო არენაზე - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

კლუბს ეროვნულ ლიგაში 53 წლის გამოცდილი მწვრთნელი კახაბერ კაჭარავა წარუძღვება, რომელსაც სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", "ცხინვალსა" და "ზესტაფონში" უმუშავია.

შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი კულუა, სტეფან სიკაჩი, კოკა სეფიაშვილი.

დაცვა: ლაშა თოთაძე, ალიკო ჩაკვეტაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ახალაძე, გიორგი ჯგერენაია, სამუელ ინკუმი, დავით საჯაია, გუჯა რუხაია.

ნახევარდაცვა: სტრაინია პავისიჩი, შოთა კერძევაძე,
ანატოლი მესიაჩენკო, გიორგი ჭეიშვილი, დიეგო დიზი, ლაშა ქოჩლაძე, გურამ ლუკავა, ნიძათ ყურბანოვი, მათე კვირკვია.

თავდასხმა: გიორგი ილურიძე, ლუკა იმნაძე, სტრაინია კრსტევსკი, ზურაბ ღირდალაძე.

* შესაძლოა, შემადგენლობაში ჩემპიონატის დაწყების წინ გარკვეული ცვლილებები შევიდეს
** მწვანე ფერით აღნიშნული ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არიან დამატებულნი.

ამხანაგური მატჩები 2020 წელს
  • "სამტრედია" - "არაგვი" 5:3
  • "სამტრედია" - "ვიტ ჯორჯია" 1:1
  • "სამტრედია" - "დილა" 0:1
  • "სამტრედია" - "რუსთავი" 2:0
  • "სამტრედია" - "თელავი" 1:2
  • "სამტრედია" - "კოპერი" 0:0 (სლოვენიის მეორე ლიგა)
  • "სამტრედია" - "ნავბაჰორი" 1:1 (უზბეკეთის სუპერლიგა)
  • "სამტრედია" - "ალაშკერტი 2:0 (სომხეთის უმაღლესი ლიგა)
  • "სამტრედია" - "ორდაბასი" 1:2 (ყაზახეთის პრემიერლიგა)
შეფასება

ეროვნულ ლიგაში აღზევებულ სხვა კლუბებთან შედარებით, ყველაზე მეტად "სამტრედია" გაძლიერდა. საინტერესო ფეხბურთელებია ახალდამატებული სამუელ ინკუმი და სტრაინია კრსტევსკი. ორივე ფეხბურთელი გუნდს შედარებით უკეთესს გახდის.

კლუბის მთავარი მინუსი წინა სეზონის გამორჩეული ფეხბურთელის, გურამ სამუშიას გაშვება იყო, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

გუნდს ყველა პოზიციაზე კონკურენცია აქვს შექმნილი და ამავდროულად, კარგი მწვრთნელი ჰყავს. დიდი ალბათობით, იმერლები აუტსაიდერთა რიგებში არ მოხვდებიან და ჩემპიონატში პოზიციის შენარჩუნებას შეძლებენ.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ვახო როგორ მეცოდები, რომ ისიც არ იცი "არქი" ებრაული კამპანიაა და არა კალაძის და ამასთან ერთად იქ მეწილეა დიდი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.
ასე ადვილად როგორ იტყუილებით ხალხო და არც წითლდებით?
jarji
00:09 29-02-2020
1
კახა კალაძის კომპანია "არქი" მაგარი სპონსორი უშოვია სამტრედიას
ვახო
17:50 26-02-2020
10

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0