[წარდგენა] ჩემპიონი ვარდისფერი სათვალეებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 2019 წელი ჩემპიონობით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სწორედ დინამოელები წარადგენენ. იმის შესახებ, თუ როგორ გაძლიერდა ან/და რა შემადგენლობა ჰყავს დედაქალაქურ კლუბს, მოცემულ სტატიაში წაიკითხავთ.

ჩემპიონი გუნდი, ტრადიციისამებრ, საშინაო შეხვედრებს "დინამო არენაზე" ჩაატარებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებს აქვს ამ სტადიონზე შეხვედრა ჩასატარებელი, დედაქალაქური გუნდი სანაკრებო მატჩამდე ეროვნული ლიგის შეხვედრებს სტუმრად გამართავს.

"დინამოს" მთავარ გუნდს 42 წლის კახაბერ ჩხეტიანი გაუძღვება, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ქუთა
ისის "ტორპედოდან" გახდა ცნობილი. თუმცა ჩხეტიანს მანამდეც უმუშავია თბილისურ კლუბში, ის გია გეგუჩაძის ასისტენტი იყო.

შემადგენლობა

მეკარები: როინ კვასხვაძე, ხოსე პერალესი, ომარ მიგინეიშვილი.

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, საიმონ ბენიო, ივან ტრუბოჩკინი.

ნახევარდაცვა: ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუხიანიძე, აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე ახვლედიანი, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე.

თავდასხმა: კვამე კარიკარი, ლევან მჭედლიძე, ვიტორ პერნამბუკო, ფილიპ ორშულა, თორნიკე კაპანაძე.

ლეგიონერების ტრანსფერები

ფილიპ ორშულა - 27 წლის თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს ტრნავის "სპარტაკში" თამაშობდა. ის კლუბის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, გასული სეზონში სლოვაკეთში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე თამაშობდა ჩეხეთის "სლოვან ლიბერეცში", 2018 წლის სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ღრმა ყმაწვილობაში ჰქონდა კარგი კარიერა, ისევე, როგორც ბევრ ქართველ ფეხბურთელს, თუმცა ბოლო წლებში მისი თამაში რეგრესისკენ არის მიმართული.

ივან ტრუბოჩკინი - 26 წლის მცველი, რომელიც ბოლოს დონეცკის "ოლიმპიკის" სკამს თითქმის არ მოშორებია. ნახევარი წლის განმავლობაში სულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 95 წუთი ითამაშა. ახალგაზრდობაში მასაც კარგი კარიერა ჰქონდა.

საიმონ ბენიო - 27 წლის მცველი, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "მირანდესში" თამაშობდა. "მირანდესმა" ბენიოს გუნდში ყოფნის განმავლობაში 30 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 5 შეხვედრაში ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. სხვა შემთხვევაში ან სკამზე იჯდა, ან განაცხადშიც ვერ ხვდებოდა. ის ტოგოს ნაკრების ფეხბურთელია, თუმცა იქაც სათადარიგოთა შორისაა.

პერნამბუკო - 21 წლის თავდამსხმელი, სხვა ლეგიონერებთან შედარებით, პერსპექტიული ფეხბურთელია. ბოლოს უკრაინულ "ლვოვში" თამაშობდა და 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის თბილისის "დინამოში" მომავალ სეზონში იჯარის წესით ითამაშებს.

მატჩები 2020 წელს:

"დინამო" - "ვოლუნტარი" 1:3 ( რუმინეთის 1 ლიგა, ბოლო, მე-14 ადგილი)
"დინამო" - "არდა" 2:3  (ბულგარეთის 1 ლიგა, მე-9 ადგილი)
"დინამო" - კრაკოვის "ვისლა" 2:3 (პოლონეთის ექსტრაკლასა, მე-13 ადგილი)
"დინამო" - "რადნიკი" 2:2 ( სერბეთის სუპერლიგა, მე-11 ადგილი)
"დინამო" - "მლადოსტი" 0:1 (ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერლიგა, მე-9 ადგილი)
"დინამო" - "ოლექსანდრია" 1:0 (უკრაინის პრემიერლიგა, მე-5 ადგილი)
"დინამო" - კიევის "დინამო" 0:2 (უკრაინის პრემიერლიგა, მე-2 ადგილი)
"დინამო" - "საბურთალო" 0:1 ( საქართველოს სუპერთასი)
შეფასება

როგორც წინა სეზონებში იყო, კლუბმა წელსაც უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა. აქამდე მსგავს გადაწყვეტილებებს წარმატება მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოჰქონდა, თუმცა ევროტურნირებზე შედეგი ყოველთვის უარყოფითი გახლდათ.

აი, ამ ტრანსფერების ფონზე კლუბმა ყველაზე მეტად კარის ხაზი გააძლიერა, ხოსე პერალესი გუნდში მოაბრუნა, როინ კვასხვაძე "ტორპედოდან" დაიმატა და ომარ მიგინეიშვილი "საბურთალოდან" გადმოიბირა. იქნებ ჯობდა, გუნდს აღნიშნული 3 მეკარიდან 1 დაემატებინა, არ გაენათხოვრებინა გიორგი მამარდაშვილი და მესამე მეკარედ მოთამაშე აკადემიიდან დაემატებინა?! ხოლო ამ ფეხბურთელებისთვის გადახდილი ხელფასით, სხვა პოზიციაზე მოეყვანა ძლიერი მოთამაშე?!

"დინამო", ტრადიციულად, იმავე წრეზე ტრიალებს და ვარდისფერი სათვალეებით უყურებს ევროტურნირებს. კლუბი კვლავ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, მაგრამ ევროტურნირებზე ამ გუნდით შორს ვერ წავლენ...

alt[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

alt[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

alt[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

alt[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?







მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
gujakakhadze
28 თებერვალი 2020 21:34
0
ეჰ, რა დრო იყო, ეს გუნდი ევროპის გრანდებს ტოლს არ უდებდა.... (((
kkk
28 თებერვალი 2020 20:31
4
ვავა დინამო,ვავა
me
28 თებერვალი 2020 19:32
0
ეს ეწერა ერთ ერთ გულშემატკივარს ფბზე და რას ფიქრობთ? {ავტორიც თუ წაიკითხავს კარგი იქნება} როგორ ჩამოვიყვანოთ ხარისხიანი{ელიგის კვალობაზე) ფეხბურთელები ელიგაში? დეტალურად არ ვიცი რა როგორ ხდება გუნდებში ამ მხრივ მაგრამ როგორც რიგითი გულშემატკივარი ჩემს აზრს დავწერ.. რა კრიტერიუმით აფასებენ ფეხბურთელებს? თუ გადავხედავთ რამდენიმე გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას განსაკუთრებუთ დინამოში ვნახავთ რომ ძალიან ხშირად მოჰყავთ უკრაინელი ფეხბურთელები არაფერი განსაკუთრებული რომ არ აქვთ გაკეთებული უბრალოდ ოდესღაც დინამო კიევის ან შახტარი მეორე გუნდში ვარჯიშობდნენ და ახალგაზრდულ ნაკრებში 2-3 თამაში აქვთ ჩატარებული ამის შემდეგ კი რიგითი ფეხბურთელები არიან ან სულაც ზამენის ფეხბურთელები საშუალოზე დაბალ დონის გუნდებში ან მოჰყავთ ისეთი რომელსაც სიტის მილანის ან რომელიმე გრანდის გუნდში უვარჯიშიათ ამის შემდეგ კი არაფერი განსაკუთრებული არ უთამაშიათ რჩებიან 6 თვე შემდეგ მიდიან გუნდიდან რაში გვჭირდება ასეთი ფეხბურთელები? ჩემი აზრით არის ორი გამოსავალი ნორმალური ლეგიონერების დამატების 1) დავიმატოთ ერთა ლიგის დ ჯგუფის ნაკრებების ფეხბურთელები მაგალითად ოქრიაშვილი და ლორია როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ჩვენი ნაკრებისთვის და ანორთოსისში თამაშობენ ჩემი აზრით ელიგას ცოტატი აღემატება მათი ჩემპიონატი ამიტომ ჩვენც შეგვიძლია ისეთი ფეხბურთელების დამატება რომლებიც ნაკრების წევრები და ერთ-ერთი ლიდერები არიან აქვთ ევროპის და მსოფლიოს შესარჩევებში თამაშის გამოცდილება და ა.შ. არამგონია რომელიმე ფეხბურთელმა უარი თქვას თბილისის დინამოში ან ბათუმის დინამოში თამაშზე {თან ასეთ სტადიონებზე} 2) ძლიერი ევროპული გუნდებიდან {მაგ:დინამო ზაგრები,ზალცბურგი,ცვრენა ზვეზდა} იჯარით ისეთი ფეხბურთელების აყვანა რომლებიც გამოგვადგებიან ან აქვთ პოტენციალი რომ ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე მაგრამ კონკურენციის გამო პრაქტიკას უჩივიან 1 წლიან კონტრაქტებზე მეტს მაინც არ აფორმებენ ქართული გუნდები და 1 წლიანი იჯარა იგივე გამოდის თანაც ორივე მხარე კმაყოფილი რჩება ასე აკეთებენ მეზობელი ქვეყნებიც. ეს იყო ჩემი აზრი თქვენ თუ რამე განსხვავებულს ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში
ფბ:ქართული ფეხბურთი
28 თებერვალი 2020 18:52
3
ტორპედოს ცოდვით ვერ გეიხარებთ. ძაან გინდათ ჯგუფში ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის.ყველა ბინძური გზით მარა უეფაში ვერ ჩააწყობთ მსაჯებთან
Martali
28 თებერვალი 2020 16:58
16
რას ერჩით? სლოვაკეთიდან მაგარი თავდასხმელი მოუყვანიათ სეზონში 20 თამში 1 გოლი და 24 თამაში 2 გოლი. ბომბარდირი ყოფილა სლოვაკეთში და აქაც თავს არ შეირცხვენს, ლიგაზეც გაიყვანს ჩგუფში. ამ გუნდს სახელი რომ გადაარქვას ფიფიამ არაა? მაგალითად ჯიჯლიბო მოუხდება.
G.LA
28 თებერვალი 2020 16:57
1
ძალიან მიკერძოებულია სტატიაა. ეს ავტორის საყურადღებოდ!!!
თითქოს სხვა გუნდებმა მსოფლიო ვარსკვლავეი ჩამოიყვანეს.
გურამი
28 თებერვალი 2020 16:00
18
კაით რა სისულეებს წერთ რა გულშემატკივარი წაართვა? 30 წლის ვარ საქართველოს ჩემპზე დინამოს 1000 კაცზე მეტი არ შეუკრებია არასდროს :)))))) ფიფია ნაღდად გასაკრიტიკებელია მაგრამ არ იმ გეზისთვის რაც აღებული აქ. პირიქით მეტი აკადემის აღზრდილი უნდა ათამაშონ სასტავში. ეგერ ზურიკო და კვარაცხელია რუბინში ხვდებიან უკვე ძირითადში აქ კიდევ დინამოდან გაიქცნენ სათამაშო პრაქტიკას ვერ აძლევდნენ საქართველოს ჩემპიონატში თურმე :))))))))
gulshematkivari
28 თებერვალი 2020 15:18
3
ტიპი 100% დებიილ.მაგას ბიზნესთან საერთო არ უნდა ქონდეს.რაში ყრის ფულს რა უნდა დედამიწის ზუგზე არ იცის არავინ.ამდენი წლის განმავლობაში მოახერხა მხოლოდ ეკიპირება( მართლა რო არ დაეწუნება არაფერი) და აკადემია რომელიც მოგებას ვერ წერს.მხოლოდ ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეინახავს გუნდს?მოკლედ ძალიან ბუნდოვანია მაგის მიზნები დინამოში.შესაძლოა ფიქრობდეს გაყიდვას მაგრამ გუნდს რომელსაც გულშემატკივარი წაართვა მარტო ეკიპირების ხარჯზე მაგის მსუყე გემოვნებას არავინ უკმაყოფილებს.
wbc
28 თებერვალი 2020 14:36
1
ნეტა ამ ფიფიას თუ ყავს საერთოდ სელექციონერი,ბევრს აკეთებს დინამოსთვის მაგრამ გუნდში მოყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მესამე მეოთხე ლიგის გუნდებიც კი აფ აიყვანენ ,ვიღაცა ახვლედიანი,ბუღრიძე,უბრალოდ სირცხვილია
ჯიჯი
28 თებერვალი 2020 14:34
4

სიახლეები პოპულარული