ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა დებიუტანტს სახლში ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის "დინამოსა" და "თელავის" მატჩი 0:0 დასრულდა.

ჩემპიონმა დებიუტანტს უმასპინძლა და ვერ დაჯაბნა. ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ბურთი ძელს კვასოვმა გაარტყა. შესვენებაზე "დინამოს" მწვრთნელმა ჩხეტიანმა თამაშში გარდატეხის შეტანა ორმაგი ცვლილებით სცადა - ქიმაძისა და პაპავას ნაცვლად მოედანზე ბუღრიძე და კუხიანიძე შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი არ შეიცვალა. შეიცვალა კი არა "თელავი"უფრო სახიფათოდ უტევდა. მოკლედ, თამაში სანახაობრივი ვერ გამოვიდა და უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - თელავი 0:0
გაძევება: ქარდავა (90+5)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე (ბუღრიძე 46), იაშვილი, ქარდავა, პაპავა (კ) (კუხიანიძე 46), კუცია, ახვლედიანი (შულაია 70), ორშულა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

თელავი (4-2-3-1): გოშაძე, ბერიაშვილი (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, ვარშანიძე, რუხაძე (მ. ბაშელეიშვილი 90+2), ნ. ბაშელეიშვილი (მარაქველიძე 90+5), მოსიაშვილი, კვასოვი, სამუშია (კოხრეიძე 69)

მთ. მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისევ საბურთალო ტორპედო ბათუმი თუ გაქაჩავს თორე დინამო ერთი ეტაპი თუ გადალახა მადლობა თქვით. კახა ფიფია შენზე შეიცავს ხელებს ისე რომ იცოდე ასე იქნება ეს
ილია
01 მარტი 2020 03:59
0
გასაკვირი არაფერია.დებიუტანტები კარგად დაუდგნენ მეტოქეებს, გააზრებული ჰქონდათ რომ მთავარია არ წააგონ და საწადელსაც მიაღწიეს.
წელს ძალიან დიდი ოდენობით იქნება ფრეები,ასე რომ შეეჩვიეთ აქედანვე.
თბილისის და ბათუმის დინამოების არ მჯერავს, მაგათზე უკეთ მგონია ტორპედო და თელავი იასპარეზებენ. აი საბურთალო კი ფორმაში მალე ჩადგება.
Jango
01 მარტი 2020 00:42
1
ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად და ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
gujakakhadze
29 თებერვალი 2020 21:53
4
ჰოო, ნამდვილად მენტალურად უჭირთ, ისე ტექნიკა, ფიზიკა, კომბინაციების დამუშავება, ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვთ. ვულოცავ თელავს ჩემპიონატის წარმატებით დაწყებას, უნამუსო ფიფიას კი "დიდი მოკითხვები". მოშორდი დინამოს შე უნამუსო.
emigranti
29 თებერვალი 2020 23:23
0
გულწრფელად თელავს წარმატებები!!
Z.g.
29 თებერვალი 2020 21:12
0
ბუღრიძე ახვლედიანი ლოჩოშვილი ამათ დინამოში რა უნდათ? ისე რეგიონ ლიგაში არის რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი და დინამო არ წაიყვანს? სიკეთეს კი იზამს ფიფია ისევე როგორც ამ ფეხბურთელების შემთხვევაში
jiji
29 თებერვალი 2020 20:12
2
ძალიან ბედნიერი ვარ. ამ შედეგით. სამართლიანია.
macbook pro
29 თებერვალი 2020 20:06
1
კარშიც ვერ დაარტყეს ამ საცოდავებმა :)
ბაღდათსკი
29 თებერვალი 2020 20:02
1

სიახლეები პოპულარული