დებიუტანტმა "მერანმა" გაუძლო და ბათუმში ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, წვიმიან ამინდში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ, ტაიმის ბოლოს მამუჩაშვილმა და ორჯერ ფლამარიონიმ ვერ გამოიყენეს მომენტები.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამო" განუწყვეტლივ უტევდა, "მერანი" თავს უნარიანად იცავდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე თევდორაძე. შეხვედრის დასასრულს ტრავმა მიიღო ზღვისპირული გუნდის თავდამსხმელმა ფლამარიონიმ, რადგან მწვრთნელ გეგუჩაძეს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, კაცნაკლულნი დარჩნენ და - 0:0.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - მერანი 0:0

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ცინცაძე (მანჯგალაძე 70), ჯიღაური, გონსალვესი (გაფრინდაშვილი 77), მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (საბანაძე 65)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, მახარობლიძე (ფიფია 75), გეწაძე (ნიქაბაძე 63), გაბისკირია (ჩიქოვანი 90+4), დათუნაიშვილი, დეისაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 9 /
გასაკვირი არაფერია.დებიუტანტები კარგად დაუდგნენ მეტოქეებს, გააზრებული ჰქონდათ რომ მთავარია არ წააგონ და საწადელსაც მიაღწიეს.
წელს ძალიან დიდი ოდენობით იქნება ფრეები,ასე რომ შეეჩვიეთ აქედანვე.
თბილისის და ბათუმის დინამოების არ მჯერავს, მაგათზე უკეთ მგონია ტორპედო და თელავი იასპარეზებენ. აი საბურთალო კი ფორმაში მალე ჩადგება.
Jango
00:40 01-03-2020
2
ნეტა გოლს როდის ვეგირსებიტ?
კახა
23:53 29-02-2020
0

სიახლეები პოპულარული