ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩში "თელავმა" შინაურ კედლებში, "კავკასიონი არენაზე" გორის "დილას" უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ფრეს დასჯერდა - 1:1.

შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა გაწევ-გამოწევისა და კონფლიქტის გამო. პირველ ტაიმში ასეთი კონფლიქტის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი "თელავის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზურაბ მენთეშაშვილს უჩვენა, გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ყვითელი მიიღო.

კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი მინდვრის ფეხბურთელისთვისაც "გაიმეტა" და 64-ე წუთზე გორელთა ტოგოელი მცველი ბალგუ იენდეუნტი გააძევა მოედნიდან.

შეხვედრის პირველი გოლი პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე გავიდა.
გრიგოლ ჩაბრაძე საკუთარ საჯარიმოში სწორედ ბალგუ იენდეუნტმა წააქცია, 11-მეტრიანი კი ზუსტად ირაკლი რუხაძემ შეასრულა - 1:0.

მატჩის ბოლოს კაცნაკრული "დილა" ფლობდა უპირატესობას და მუდმივად შეტევას ცდილობდა. ერთ-ერთი მსგავსი იერიშის დროს ალეფ სანტოსმა საჯარიმოში ილია სპანდერაშვილზე გააკეთა პასი და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ თელაველები მოსაგებად წავიდნენ და კარგი მომენტებიც შექმნეს, თუმცა ლუკა გუგეშაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.


თელავი, კავკასიონი არენა

თელავი - დილა 1:1

1:0 რუხაძე (30, პენ.), 1:1 სპანდერაშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი გათამაშების ცხრილი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. სხვები რას იტყვით? სულ 10 გუნდია! 10! რა გჭირთ, წელსაც მთელი წელი, შარშანდელივით, 2-3 დღის დაგვიანებით უნდა შეიტანოთ შესწორებები? წელს ხომ საერთოდ მაგრები ხართ - მეორე ტურია და ყველას 0=ნულიანები უწერია.
alexandre
10:21 09-03-2020
0
რომელი ფერმაა?! უბანში,რო ტიპები ყომარობენ და ყველაფარზე,რო ჩხუბობენ ისე არიან.
ლაზ-მარგალ!
00:35 09-03-2020
1

სიახლეები პოპულარული