ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩში "თელავმა" შინაურ კედლებში, "კავკასიონი არენაზე" გორის "დილას" უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ფრეს დასჯერდა - 1:1.

შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა გაწევ-გამოწევისა და კონფლიქტის გამო. პირველ ტაიმში ასეთი კონფლიქტის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი "თელავის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზურაბ მენთეშაშვილს უჩვენა, გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ყვითელი მიიღო.

კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი მინდვრის ფეხბურთელისთვისაც "გაიმეტა" და 64-ე წუთზე გორელთა ტოგოელი მცველი ბალგუ იენდეუნტი გააძევა მოედნიდან.

შეხვედრის პირველი გოლი პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე გავიდა.
გრიგოლ ჩაბრაძე საკუთარ საჯარიმოში სწორედ ბალგუ იენდეუნტმა წააქცია, 11-მეტრიანი კი ზუსტად ირაკლი რუხაძემ შეასრულა - 1:0.

მატჩის ბოლოს კაცნაკრული "დილა" ფლობდა უპირატესობას და მუდმივად შეტევას ცდილობდა. ერთ-ერთი მსგავსი იერიშის დროს ალეფ სანტოსმა საჯარიმოში ილია სპანდერაშვილზე გააკეთა პასი და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ თელაველები მოსაგებად წავიდნენ და კარგი მომენტებიც შექმნეს, თუმცა ლუკა გუგეშაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.


თელავი, კავკასიონი არენა

თელავი - დილა 1:1

1:0 რუხაძე (30, პენ.), 1:1 სპანდერაშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი გათამაშების ცხრილი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. სხვები რას იტყვით? სულ 10 გუნდია! 10! რა გჭირთ, წელსაც მთელი წელი, შარშანდელივით, 2-3 დღის დაგვიანებით უნდა შეიტანოთ შესწორებები? წელს ხომ საერთოდ მაგრები ხართ - მეორე ტურია და ყველას 0=ნულიანები უწერია.
alexandre
09 მარტი 2020 10:21
0
რომელი ფერმაა?! უბანში,რო ტიპები ყომარობენ და ყველაფარზე,რო ჩხუბობენ ისე არიან.
ლაზ-მარგალ!
09 მარტი 2020 00:35
1
დილას ფეხბურთელები თავიდანვე აგრესიულად მოქმედებდენ,მსაჯს ეძინა ყველაფერს უკუღმა იძლეოდა აუტს,ჯარიმას,მოულოდნელად პენალტი მოუხდა დასადები,მერე კი იყო ჩხუბი,ყვითლები,უაზრო ჯარიმები,თელავმა საქმე მოთავებულად ჩათვალა,არ შეუტია და დაისაჯა...ასე რომ ფრე ლოგიკური შედეგია....
ცნობისათვის
09 მარტი 2020 00:30
0
თელავი სუსტია. 10 კაციანი დილა უფრო იმსახურებდა მოგებას.
გოგა
08 მარტი 2020 21:53
1
ნოდოს დისლაიკი მხოლოდ იმიტომ, წერტილ მძიმე სად დასვას არ იცის ... / ქართული ასოების ცნობა არ ნიშნავს მარტო ქართულის წერის ცოდნას, სასვენი ნიშნები აუცილებელია, რომ შენი აზრი სრულფასოვნად გადმოცეე,/ თუთქმის რო ვკითხულობ კომენტარებს , არავინ აქცევს ამას ყურადღებას , ანუ სად იწყებს და სად ამთავრებს თავის აზრს , ვერ მიხვდები თუ არ ჩაუღრმავდი .../ საწყენად არ ვამბობ ამას
Vasili
08 მარტი 2020 20:23
5
კარგია ამას რომ მიაქციე ყურადღება, მაგრამ თავადაც რომ საშინლად პოსტავ? გადმოცე არა გადმოსცე, რო ვკითხულობ არა, რომ ვკითხულობ, დისლაიკი არა,დისლაიქი. თუთქმის ეს თითქმის. გაიგე ვასო?))
დავით 67
08 მარტი 2020 22:44
0
საინტერესოა, საღებავი არ ჰქონდათ მოედანი, რომ დაეხაზათ?
გიორგი.
08 მარტი 2020 20:04
0
ასეთი ომი არა თუ მეორე ტურში არამედ ბოლო ტურშიც არაა როცა მოგებული ჩემპიონი ხდება 34 ტური ასეთ ჩხუბ უნდა ვუყუროთ ამათი თამაშისას?
ნოდო
08 მარტი 2020 19:47
3
ეს მოედნის საფარი ინგლისელებმა და მისთანებმა არ ნახონ თორემ აქ მოინდომებენ თამაშს და მერე ჩვენ რაღა ვქნათ?!
........
08 მარტი 2020 19:38
0
"დილა"-მ ქულა მოიპოვა საშინელ პირობებში, ამ ე.წ. მინდორზე უკეთესი შედეგის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელი იყო
რეზო
08 მარტი 2020 19:34
2
ეს ისეთივე საფარია ქუთაისში რაგბისტები ბელგიას რომ შეხვდნენ, მაგრამ საინტერესოა რისი საფარია ხელოვნური, ბალახი, პლასტმასი, ჭაობი, გრუნტი, უბრალო ხნულია თუ სხვა კიდევ რამე..... სირცხვილია!!! არადა ეს რაგბის სტადიონები მეტნაკლებად ყველა ახალია !!!
sos
08 მარტი 2020 18:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული