ეროვნული ლიგა. II ტური: თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მარტს, ეროვნული ლიგის მე-2 ტურში თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორი მომენტი ვერ გამოიყენა შეტევაში ჩართულმა მასპინძელთა გუნდის მცველმა ლოჩოშვილმა, ხოლო სტუმართა გუნდიდან დვალიშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, რომელსაც გოლის გატანა მეკარე კვასხვაძემ არ დაანება.

მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალვესის დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ჯიღაურმა დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, დედაქალაქელებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში. საჯარიმოში ბურთი ხელზე მამუჩაშვილს მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ნინუამ გამოიყენა.

დარჩენილ დროში მცირე უპირატესობას ბათუმის "დინამო"
ფლობდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

თბილისი."დინამო არენა"
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 0:1 ჯიღაური (50), 1:1 ნინუა (55, პენ)

დინამო (თბ) (4-1-2-3): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური (იაშვილი 72), ბენიო, ტრუბოჩკინი, ნინუა (კ), შულაია (აზაროვი 78), პაპავა, კუცია, ბუღრიძე, ორშულა (ზარია 67)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, გაგოშიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი, ცინცაძე (ტეიდი 62), ჯიღაური, გონსალვესი, მანჯგალაძე (თევდორაძე 89), მამუჩაშვილი, დვალიშვილი (საბანაძე 67)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
გონზე მოსულა ნაწილობრივ დინამოს ხელმძღვანელობა და მწვრთნტლიც,შულაია ათამაშეს მაგრამ ეს ბუღრიძე რად უნდათ?რახ აკეთებს საერთოდ?კიდევ ერთი რომ ყავდათ მინიმუმ ოქროს ბურთის ლაურიატი სად იყო,
ლილე
10:37 09-03-2020
0
ტემპი ნოლი...
გიო
10:14 09-03-2020
0

სიახლეები პოპულარული