"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, სოსო ფრუიძე დაინიშნოს, რასაც არ დაუშვებენ.

პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ აშვეთიასა და მის შტაბს დრო უნდა მიეცეს, რადგან საქმე ნულიდან დაიწყეს და 2 თამაშის წაგების გამო ისინი გუნდიდან არ უნდა გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისური კლუბის დამრიგებლად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა, რადგან მიხეილ აშვეთიას პროლიცენზია არ აქვს, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებელი მაინც მიხეილ აშვეთია და მისი შტაბია.

გთავაზობთ "ტორპედოს" გულშემატკივრების გვერდზე
გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად:

"ქალაქში დადის ხმები, თითქოს ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება.

ჩვენ, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი, კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ ფრუიძის მოსვლის. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიასი და მისი შტაბის!

ჩვენ ვართ ის გულშემატკივარი, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადაარჩინეს; ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც სულ აქ ვართ - ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში, ყინვაში, სახლში, გასვლაზე წარმატებაში - კრიზისში! ყველგან და ყოველთვის!

ამიტომ, როცა საქმე ტორპედოს ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და ნებისმიერს დავუპირისპირდებით უსამართლობის წინაააღმდეგ.

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია დრო მოსამზადებლად, შეკრიბა სრულიად ახალი გუნდი და 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით, ვინ სად მარხავს ძაღლის თავს და რას და როგორ გეგმავს. ამიტომ მანამ დავუჭერთ აშვეს მხარს, სანამ საკმარისი დრო არ გავა გუნდის მოსამზადებლად და სანამ ის შემადგენლობა არ შეიკრიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ, თუ შედეგი არ ექნება, ჩვენი თქმაც არ დასჭირდება, ის თვითონ წავა.

იმ ხალხის კომენტარები აშვეს წასვლაზე და ფრუიძის მოსვლაზე არ გვაინტერესებს, ვინც სახლში იჯდა, როცა გუნდს უჭირდა და ახლა გამოყო ფეხი. ამ გუნდში სოსო ფრუიძის მოსვლას არ დავუშვებთ და თუ მაინც მოხდება ეს და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებთ, არასასიამოვნო გარემო შეიქმნება გუნდში.

აშვეთიამ და მისმა შტაბმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწყისი 2 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 0 ქულა აქვს და არცერთი ბურთი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სფფ-მ ქვეყნის ჩემპიონატები შეაჩერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფრუიძეს მსგავსი მწვრთნელები ტურპედოში ვერასდროს ვერ მივლენ,ჯერ კაცი უნდა იყო რომ ტორპედოში მოხვიდე და მერე პროფესიონალი მწვრთნელი,ეს არც ერთია და არც მეორე
ლაშა
26 აპრილი 2020 10:23
1
ჩხეტიანი დაქირავებული ფან კლუბი ეხლა აშვეთიას გადაუბარებია!!ვინ კითხავს ამ ნაყიდ სექტას ვინ ვის დანიშნავს!
გოჩა
01 აპრილი 2020 23:42
0
სამწუხაროდ, ეს "გულშემატკივრები" ამ აქციონერსა და ინვესტორებსაც აიძულებენ ქუთაისის "ტორპედოდან"... წასვლას.
tngh
24 მარტი 2020 15:14
0
ძალიან სასაცილო ხალხია. მწვრთნელის შეცვლას არ დავუშვებთ, იიიიი... მანინის ფულები გვინდა მაგრამ თან აშვეთიაც გვინდააა... წადით ბიძიკო, საქმე ნახეთ, იმუშავეთ.
გიორგი
13 მარტი 2020 21:54
1
ეს ფანკლუბი კიარა უსაქმურების თავშეყრაა თავისი პირადი მოკლე ჭკუით რაღაცა მოიფიქრა და იდეა გონია ...მარა ეს ის ხალხია ქართველებს რო აგინებენ თბილის გორს ბათუმს და დაჟე ქუთაისელებსაც კი აგინებენ სხვა კლუბში რო გადავა ფეხბურთელი, არარაობების დიდი კოლექტივია რათქმაუნდა იმ ხალხზე ვლაპარაკობ ვისაც ტორპედო თავიანთი საკუთრება გონიათ და არა ქვეყნის ან ქალაქის
დავიდი
12 მარტი 2020 14:30
1
აშვეთია! ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და იმედია არანაკლები მწვრთნელიც დადგება მისგან. დღეს, ცალსახად, ფრუიძეს ვერც შეადარებ. თუ მართლა ტორპედოს ფანკლუბია, პირველ რიგში უნდა უხაროდეთ, რომ გამოცდილი მწვრთნელი დათანხმდეს ასეთ გუნდში მისვლას. რაღაც არ მსმენია, რომ ფრუიძეს რამე უკადრებელი ეკადრებინოს საერთოდ ქართულ ფეხბურთში, მით უმეტეს ტორპედოს მიმართ. ჰო და ისმის კითხვა - საიდან ეს აგრესია? რა ხდება? ჩემი აზრით პასუხი მარტივია: პირადად აშვეთიას ან მეგობრების ან ნათესავების დაწერილია ეს აბდაუბდა. თან დარწმუნებული ვარ, პირადად მიხეილისთვის არავის არაფერი უკითხავს. ასეა ეს. წარმატებები ტორპედოს და აშვეთიას.
alexandre
12 მარტი 2020 11:09
2
ვისაც არ გიყვართ ტორპედო, ... ორივე დინამო
თბილისის და ბუთუმის ქუჩების გამხედნავი ალი მუხამედი
11 მარტი 2020 17:57
38
განცხადებებზე ეტყობა ვინცაა უცხო ტომელის თესლის დანატოვარი ან ვაფშე დედაშენს კითხე ვისგანყავხარ
დავიდი
12 მარტი 2020 15:56
2
არამგონია ეს ტორპედოს ნამდვილი ფან კლუბის განცხადება იყოს.ინვესტორს ჭირდება შედეგი და გუნდი რომელიც იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის ორი წააგო და კიდე ოთხი თუ მიაყოლა მერე იფოფხეთ გადარჩენისთვის რომ არ გავარდეთ იტალიელიც გეტყვით ბონჯორნოს და წავიდაა ფანობა.ისე ფრუიძის დასაწუნი რა გაქვთ ის მაინც გაიხსენეთ რა თამაშები მოაგებინა ჩიხურას შესარჩევებში.ისიც მიკვირს ეს კაცი ესე დაუფასებელი რატო არის ამ ქვეყანაში
თემური
11 მარტი 2020 17:48
4
ქუთაისური ბლაბლაა და არა ფანკლუბი სიმონ!. მე ის უფრო მიკვირს, რატომ ჩადო ამ გუნდში იტალიელმა ინვესტორმა ფარა. ეს მართლა გასაკვირია ჩემა მზემ.ხო. აშვეთიას ლივენზია აქვს? მე მგონი არა.
ზაკოია ზასტაველი
11 მარტი 2020 17:20
5
ტორპედოს ფანკლუბის ბიჭებს ვიცნობ და არა მგონია ეს დაეწერათ ჯერ ერთი ფრუიძე ან მოვა ან არა
კაპიტანი
11 მარტი 2020 17:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული