"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, სოსო ფრუიძე დაინიშნოს, რასაც არ დაუშვებენ.

პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ აშვეთიასა და მის შტაბს დრო უნდა მიეცეს, რადგან საქმე ნულიდან დაიწყეს და 2 თამაშის წაგების გამო ისინი გუნდიდან არ უნდა გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისური კლუბის დამრიგებლად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა, რადგან მიხეილ აშვეთიას პროლიცენზია არ აქვს, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებელი მაინც მიხეილ აშვეთია და მისი შტაბია.

გთავაზობთ "ტორპედოს" გულშემატკივრების გვერდზე
გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად:

"ქალაქში დადის ხმები, თითქოს ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება.

ჩვენ, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი, კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ ფრუიძის მოსვლის. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიასი და მისი შტაბის!

ჩვენ ვართ ის გულშემატკივარი, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადაარჩინეს; ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც სულ აქ ვართ - ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში, ყინვაში, სახლში, გასვლაზე წარმატებაში - კრიზისში! ყველგან და ყოველთვის!

ამიტომ, როცა საქმე ტორპედოს ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და ნებისმიერს დავუპირისპირდებით უსამართლობის წინაააღმდეგ.

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია დრო მოსამზადებლად, შეკრიბა სრულიად ახალი გუნდი და 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით, ვინ სად მარხავს ძაღლის თავს და რას და როგორ გეგმავს. ამიტომ მანამ დავუჭერთ აშვეს მხარს, სანამ საკმარისი დრო არ გავა გუნდის მოსამზადებლად და სანამ ის შემადგენლობა არ შეიკრიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ, თუ შედეგი არ ექნება, ჩვენი თქმაც არ დასჭირდება, ის თვითონ წავა.

იმ ხალხის კომენტარები აშვეს წასვლაზე და ფრუიძის მოსვლაზე არ გვაინტერესებს, ვინც სახლში იჯდა, როცა გუნდს უჭირდა და ახლა გამოყო ფეხი. ამ გუნდში სოსო ფრუიძის მოსვლას არ დავუშვებთ და თუ მაინც მოხდება ეს და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებთ, არასასიამოვნო გარემო შეიქმნება გუნდში.

აშვეთიამ და მისმა შტაბმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწყისი 2 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 0 ქულა აქვს და არცერთი ბურთი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სფფ-მ ქვეყნის ჩემპიონატები შეაჩერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არამგონია ეს ტორპედოს ნამდვილი ფან კლუბის განცხადება იყოს.ინვესტორს ჭირდება შედეგი და გუნდი რომელიც იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის ორი წააგო და კიდე ოთხი თუ მიაყოლა მერე იფოფხეთ გადარჩენისთვის რომ არ გავარდეთ იტალიელიც გეტყვით ბონჯორნოს და წავიდაა ფანობა.ისე ფრუიძის დასაწუნი რა გაქვთ ის მაინც გაიხსენეთ რა თამაშები მოაგებინა ჩიხურას შესარჩევებში.ისიც მიკვირს ეს კაცი ესე დაუფასებელი რატო არის ამ ქვეყანაში
თემური
17:48 11-03-2020
4
საქართველოში უწიგნურობა მეფობსთქო რომ ამბობენ ,მართალი ყოფილა.აბაამ ხალხმა არ უნდა იცოდეს რომ,გუნდი მათ და აშვეთიამ კი არა იმ იტალიელმა კაცმა გადაარჩინა,ვინც გუნდი იყიდა და ფული გადაიხადა.ჰო და თქვე ვითომ გულშემატკივრებო ,რომ იმუქრებით ჩვენ არ დავუშვებთო მიპასუხეთ ვინ გკითხავთ,ვინ ხართ საერთოდ ,კაცმა მილიონები ცჰადო გუნდში, აშვეთია ამ მის მილიონება წყალში უყრის თავისი გამოუცდელობით(არ მითხრათ ახლა ჩხეტიანის შტაბში იყოო.შტაბში ყოფნა და მტავარი მწვრთნელობა სხვადასხვაა.ამის გამოცდილება არ აქვს)და თურმე თქვენ უნდა გკითხოს, რა ვქნა ჩემი მილიონები წყალს გავატანო,იმიტომ რომ აშვეთია თქვენთან ერთად იდგა ქარსა და წვიმაში თუ დროულად მოვიყვანო კვალიფიციური მწრთვნელო.? თქვენ რას იზამდით მის ადგილას? თუ ფეხბურთი გესმით, ფრუიძე რომ უფრო გამოცდილი და ე.ი. კვალიფიციურია ეს უნდა გესმოდეთ.და მეორეც ამ დანგრეულ გუნდში უნდა ფრუიძეს მოსვლა არ ეკითხებით? მით უმეტეს მას მერე თუ აშვეთიამ მთელი პირველი წრე ჩააგდო(როგორც თქვენი წერილიდან ჩან და როცა თქვენ დაეტანხმებით აშვეთიას გაშვებას).ამიტომ ფიქრობს გუნდის მეპატრონე სასწრაფო ზომების მიღებას,თორემ თქვენ თუ ასე გააგრძელებთ რქებით მიწოლას-წავა გუნდიდან და გაისად ისევ ქარსა-და წვიმაში მოგიწევთ დგომა გუნდის გადასარჩენად. ასე რომ აცადეთ მეპატრონეს იქნებ მოახერხოს და ფეხზე დააყენოს გუნდი. მთავარი ხომ ესა უნდა იყოს ჭეშმარიტი გულშემატკივარისთვის და არა აშვეთიას სანსახურის შენარჩუნება

mamulo
17:02 11-03-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული