საქართველოს ჩემპიონად თბილისის "ლოკომოტივს" აღიარებენ?

AutoSharing Option
ხვალ, 17 მარტს, უეფა ეროვნულ ფედერაციებთან და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად ევროტურნირების, ეროვნული ჩემპიონატების განახლების და ევროპირველობის საკითხებს განიხილავს.

As-ის ცნობით, უეფას მიაჩნია, რომ თუ კორონავირუსის გამო ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდა, გამარჯვებულად ლიდერი გუნდი უნდა გამოცხადდეს. ამავე პრინციპით გამოვლინდება 2020/21 წლების სეზონში ევროტურნირების მონაწილეებიც.

ამავე დროს, უეფა არ ჩაერევა ლიგებში გუნდების დაქვეითების და აღზევების საკითხებში და ეს ეროვნული ლიგების პრეროგატივა იქნება.

თუ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიტანეს, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება, რამეთუ ეროვნული ჩემპიონატების დასასრულებლად დრო გამოთავისუფლდება.

ევროპულ ფეხბურთში
ჩემპიონატის დაუსრულებლად ჩემპიონის დასახელების ერთადერთი პრეცედენტი არსებობს - 1990 წელს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაიწყო, ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს.

2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივია". რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია, მაგრამ უეფას ამ უცნაური ლოგიკით, ოქროს მედლები "ლოკოს" უნდა გადაეცეს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
2 ტური!!! )) ანუ ჩემპიონატი ფაქტიურად არ არი დაწყებული! შესაბამისად უნდა გაუქმდეს უბრალოდ და სექტემბრიდან დაიწყოს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ახალი ჩემპიონატი, მანამდე იმედია ეს კორონაც გადაივლის. ყველა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ასე ტარდება და მაინდამაინც ჩრდილოელ ქვეყნებს რატო ვბაძავთ? ანაც ძვირფასს რუსეთს?! სამხრეთ კავკასია ვართ თუ სკანდინავია?! ვახ! ამ ჩვენი ფეხბურთის უტვინო ფუნქციონერებს რა ვუთხარი!
რა არი? 2 საათი ჭირდება კომენტის გამოქვეყნებას?
1
2 ტური!!! ანუ ჩემპიონატი ფაქტიურად არ არი დაწყებული! შესაბამისად უნდა გაუქმდეს უბრალოდ და სექტემბრიდან დაიწყოს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ახალი ჩემპიონატი, მანამდე იმედია ეს კორონაც გადაივლის. ყველა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ასე ტარდება და მაინდამაინც ჩრდილოელ ქვეყნებს რატო ვბაძავთ? ანაც ძვირფასს რუსეთს?! სამხრეთ კავკასია ვართ თუ სკანდინავია?! ვახ! ამ ჩვენი ფეხბურთის უტვინო ფუნქციონერებს რა ვუთხარი!
1

სიახლეები პოპულარული