საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" სოციალურ ქსელებში მიმართვა გაავრცელა. სადაც დედაქალაქური კლუბი მოსახლეობას უსაფრთხოებისკენ მოუწოდებს.
"დინამო თბილისი მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას. ჩვენი კლუბი გისურვებთ ჯანმრთელობას"