რომან ფიფია: პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება

AutoSharing Option
მინდა მივმართო "დინამო თბილისის" თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც "დინამო თბილისის" დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და
ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის.

ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიკურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სკ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი - რომან ფიფია

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე რა მიკვირს იცით ხალხო? აი, მე და თქვენ ვხვდებით და ვიძახით რო დინამო ჭაობია!! და ის მაგარი ხალხი , ვგულისხმობ გაბელიას, ჩივაძეს, გუცაევს და ნუ მოკლედ ყველას , ( აღარ ვაგრძელებ ჩამოთვლას შეგნებულად) , აი ეს ხალხი ასეთ გასაცოდავებულ მდგომარეობაში რო უყურებს დინამოს , მე მათ ვეკითხები! არ გეცოდებიათ ხალხო ? გული არ გწყდებაათ? ამ სიბერეში თქვენ სიტყვას ოქროს ფასი აქ ისედაც და რას დადუმებულხართ?! რატო გერიდებათ სიმართლის თქმა ?! მე ვიცი რო ძალიან წესიერი და მორიდებული ხალხი ხართ, მაგრამ თუ თქვენ არ ამოიღებთ ხმას, და არ იაქტიურებთ, აი მე და ჩემნაირები კი ვიყვირებთ, მაგრამ აზრი ?? არც არაფერი!!! ამ ფიფიას ყავდეს ეს აკედემია, შეიძლება ამ კაცმა ამის მეტი აღარ იცის , ესეც ხო ფაქტია არაა? , რაც შეეძლო გააკეთა, მეტს ვერ აკეთებს! დაიტოვოს ეს აკადემია და გუნდი გაასხვისოს ვინმე ისეთზე ვისაც აქვს პრეტენზია რო გუნდი იყოს ლიგაზე ან ევროპაზე!!! ეს კაცი ვერ იზავს ამ ამბავს , შანსი არააა, არააა მაგის კაცი!!! არსებობენ ადამიანები , რომლებიც წარმატებულები არიან, მაგრამ რაღაც ზღვრამდე, იმის იქით ვსიო! მორჩა! არ წავა , და ასეა ეს ფიფიაც, თუ არ გჯერათ ჩემი, ჩახედეთ მის პირად ბიოგრაფიას!!! მადლობა ბატონო რომან , მაგრამ იქნებ მიხვდე რომ ამოწურეთ თქვენი რესურსი !!!
Vasili
22:39 27-03-2020
1
პირწავარდნილი აფერისტი
simartle
01:30 27-03-2020
0

სიახლეები პოპულარული