"ლოკომოტივი" სოსო ფრუიძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
"ლოკომოტივს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. წლის ბოლომდე გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა - სოსო ფრუიძემ ჩაიბარა.

"სოსო ფრუიძე ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მისი სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი ფრუიძემ საჩხერის "ჩიხურაში" გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და იმერული კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ სოსოს "ლოკომოტივთან" ერთად", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები წუწუნა კაცს :D
ჯონი
15:26 06-04-2020
0
ბატონ სოსოზე ვერავინ იტყვის რომ ის უნამუსოა. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ არაფერი იმალება.პირიქით, მასზე ამბობენ რომ ზედმეტად პატიოსანია და ის არასოდეს იტყუება.თუ გამოცდილებასაც და საქმისადმი სიყვარულს დავამატებთ მივიღებთ შესანიშნავ ადამიანსა და მწვრთნელს.თვალწინ მიდგას იაროსლავის შინიკის კარში შორი მანძილიდან მისი გატანილი ულამაზესი ჯარიმა.თაზო კოსტავას მერე ტორპედოში ასეთი დონის მცველი აღარ ყოფილა. წარმატებები ბატონ სოსოს.
zaza
14:09 01-04-2020
1

სიახლეები პოპულარული