ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ანანიძე ყოველთვის იყო და დარჩა საქართველოს ჩემპიონატის დონის. მადლობა უნდა გადაუხადოს რუსებს "ბევრი ფული" რომ აშოვნინეს.
ოზეკი
16 მაისი 2020 08:58
8
ეს არასოდეს არ ყოფილა კარგი ფეხბურთელი და ახლა ნუთუმეტეს, ხომ იშოვე ბიძიკო ფული და წადი ახლა, 15-ჯერ გაქვს გადაკეთებული დაბადების მოწმობა, ახლა კაი 45 წლის ხარ.
დათო
15 მაისი 2020 09:35
15
ამ კაცმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დიდად არ აინტერესებდა ითამაშებდა თუ არა... მარტო ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული...
არა მკითხე მოამბე
20 მაისი 2020 13:53
1
status quo ამიტომ უნდა ეწეროს: ანანიძე საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ ითამაშებს.
zurab
15 მაისი 2020 07:39
9

სიახლეები პოპულარული