ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
მცველი ლევან ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა "ფეისბუქით" გაავრცელა:

"საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწად-ნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "ციურიხში" გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევან ხარაბაძე "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ასევე, გიბრალტართან და სამხ. კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ლევანს და დინამოს!!! ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუბრუნდეს დროზე ფორმას და დინამოსთან ერთად ნაკრებს გამოადგეს.
კორონა
00:09 29-05-2020
1
შვეიცარია ეტყობა ცოტა სპეციფიური ლიგაა. ვერავინ ვერ გაქაჩა. ქართველებიდან ჯამარაულის და ყაველაშვილის შემდეგ ყველამ ჩააგდო, სანდრო იაშვილი გაიხსენეთ, ლადო ახალაია..
გენა
09:22 29-05-2020
1

სიახლეები პოპულარული