ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
მცველი ლევან ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა "ფეისბუქით" გაავრცელა:

"საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწად-ნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "ციურიხში" გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევან ხარაბაძე "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ასევე, გიბრალტართან და სამხ. კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი პროგრესიც მესმის , ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა რომ დაბალი დონის არიან არ უნდათ რომ დაიჯერონ ტიპი 2-3 წლის უკან ელიგაში დაფრინავდა გადავიდა საშუალო დონის საშუალო კალიბრის გუნდში რაც ტრამპლინად უნდა გამოეყენებინა და ჰაიდა შესძახეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებო. მე დღემდე მიკვირს რუსეთის საკმაოდ ძლიერ ლიგაში რომელიც შვეიცარიის და ამ დონის ჩემპიონატებს ერთად აღებული 2 თავით სჯობს როგორ აყავთ ქართველი ფეხბურთელები რომლის ნახევარზე მეტმა სწორი პასის მიცემა, გახსნა , კარში დარტყმა არ იცის , და ფიზიკური მონაცემებით და გამძლეობით პირველი კლასის მოსწავლეს არაფრით აღემატება როგორ იყვანენ გუნდში. ასეთი მესები გვყავს სინამდვილეში როგორც ზემოდ ნახსენები ფეხბურთელია. ეპითეტებით "მესებს" ანიჭებენ რეალურად კი იმის დონე ვართ და ისეთი ფეხბურთელები გვყავს ზემოთ ნახსენებიანად რაც ჩვენი დოღლიგა და მისი " გრანდები" არიან.
Helados
29 მაისი 2020 10:34
20
შენ რომ გიკვირს,ეგ კიდევ არ ნიშნავს რომ ასეა.ფეხბურთის გაგებაში არ არიან და რუსეთის გუნდები მაინც ათამაშებენ?არ დაივიწყო,რომ რუსეთის ლიგა მეექვსე ლიგაა სიძლიერით და არაკვალიფიციურ ფეხბურთელს,არავინ მიიღებს.მთელ მსოფლიოში ფეხბურთელების ძალიან დიდი ნაწილი,დაბალი კლასისაა,ცოტა საშუალო კლასისა და ერთეულები მსოფლიო კლასისა.მესი კი,მხოლოდ ერთია.ლევანმა ციურიხში პირველი სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა,მეორეში კი ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა,შემდეგ კორონა ვირუსიც გაჩნდა და იჯარაც დამთავრდა.ასე რომ ამ ბიჭს ჯერჯერობით სასაყვედურო ბევრი არაფერი აქვს.კი,ნაკრებში თამაშისას ვერ გამოიყურებოდა მთლად დამაჯერებლად,მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ აქვს,გამოცდილებასაც შეიძენს,ფორმაშიც შევა და იმედია,საიმედო ძალად გადაიქცევა ნაკრებისათვის.ჯერ ხომ სულ 20 წლისაა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
სოსო
29 მაისი 2020 12:52
1
ამ კაცს ნიჭიც აქვს, შრომაც არ ეზარება და მენტალიტეტიც ნორმ. მაგრამ, აი კარიერა ვერ აეწყო რა.
sg
29 მაისი 2020 10:24
6
შვეიცარია ეტყობა ცოტა სპეციფიური ლიგაა. ვერავინ ვერ გაქაჩა. ქართველებიდან ჯამარაულის და ყაველაშვილის შემდეგ ყველამ ჩააგდო, სანდრო იაშვილი გაიხსენეთ, ლადო ახალაია..
გენა
29 მაისი 2020 09:22
1
წარმატებები ლევანს და დინამოს!!! ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუბრუნდეს დროზე ფორმას და დინამოსთან ერთად ნაკრებს გამოადგეს.
კორონა
29 მაისი 2020 00:09
1

სიახლეები პოპულარული