ბექა ქავთარაძე: ევროტურნირებზე თამაში სადებიუტო იქნება

AutoSharing Option
უკვე ორი კვირაა, რაც დედაქალაქურმა “საბურთალომ” ვარჯიში განაახლა. თუ როგორ ემზადება გუნდი ჩემპიონატის განახლებისთვის და რა გეგმები აქვს 20 წლის ბექა ქავთარაძეს თბილისურ კლუბში, ამას უშუალოდ ფეხბურთელისგან გაიგებთ. საუბარი კი იმ ეპიდემიის მდგომარეობით დავიწყეთ, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.

– ძალიან რთული დრო მოვიტოვეთ უკან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იმ რეგულაციების დაცვა, რასაც გვეუბნებიან. ორი თვე სახლში ვიყავი და სხვებთან ერთად წესებს ვიცავდი. სახლის პირობებში რთულია სპორტული ფორმის შენარჩუნება, მაგრამ ვცდილობდი იმ დავალებების შესრულებას, რა
დავალებებიც მწვრთნელებმა მოგვცეს. დიდი დრო მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე. ხშირად არ მქონდა დრო, რომ მათთან ერთად ვყოფილიყავი.

– რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატი 25 ივნისს გაგრძელდება. ელოდით ამ გადაწყვეტილებას?
– სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ კორონავირუსი უფრო მარტივად გადაიტანა. ეს, რა თქმა უნდა, იმ ექიმებისა და ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ჩემპიონატის განახლებას ივლისის თვეში ველოდებოდი, თუმცა კარგია, რომ კიდევ ადრე ვიწყებთ პირველობას.

– შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემპიონატი 4 წრის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარდება…
– თავისთავად ჯობია ბევრი მატჩის ჩატარება, თუმცა წლეულს ამ ფორმატით მოგვიწევს თამაშების გამართვა. ეს ყოველივე შექმნილმა მდგომარეობამ მოიტანა. წლეულს რთული ჩემპიონატი იქნება. ისეთი, რომ მოპოვებულ ქულასა თუ სამ ქულას მართლაც უდიდესი ფასი ექნება. ვფიქრობ, რომ სიურპრიზებიც მრავლად იქნება.

– “საბურთალოში” გადმოსვლა რომ გაიხსენოთ?
– გამიხარდა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელებისგან შეთავაზება მივიღე. “საბურთალო” ამბიციური კლუბია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. წლევანდელი წელი კლუბმა კარგად დაიწყო. მოხარული ვარ, რომ მოკრძალებული წვლილი ამ გამარჯვებაში მეც შევიტანე და ქვეყნის სუპერთასს დავეუფლეთ. მინდა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს და ევროტურნირებზეც კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

– ალბათ, ევროტურნირებზე თამაში თქვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგანაც პირველად მოგიწევთ თამაში…
– დიახ. მსგავს ტურნირებზე არასდროს მითამაშია, სადებიუტო იქნება ჩემთვის. კარგად უნდა მოვემზადოთ, წინ დიდი გამოწვევები გველის.

– “რუსთავის” შემადგენლობაში რამდენჯერმე გითამაშიათ “საბურთალოს” წინააღმდეგ. ეს მატჩები როგორ გახსენდებათ?
– როდესაც ძლიერ მეტოქეს ეთამაშები, უფრო მოტივირებული ხარ. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. თბილისური კლუბის წინააღმდეგ თამაში კარგად გამომდიოდა, ერთხელ გოლიც გავიტანე. თუმცა ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ძლიერი იმარჯვებდა.

– ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ მოგიწიათ თამაში, როგორებიცაა: საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია. რთული იყო მათ წინააღმდეგ გარჯა?
– 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ მომიწია ასპარეზობა. სწორედ ასეთ მატჩებში უნდა განვითარდე და გაიზარდო, ამისათვის კი ბევრი უნდა იშრომო. ფეხბურთელმა მინდორზე რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს.

fcsaburtalo.ge


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრთხილად მთავარია არარატ ერევან არ შეგხვდეთ.ბუმ ბუმ არაააარატ
giorgi75
21:56 03-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
4
2
2
0
4
8
4
1
3
0
2
6
4
0
1
3
-5
1