გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:
"დინამოს" რიგებს ეროვნული ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი გაბედავა შეემატა. 30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს "გაგრას", "მარიუპოლის", "ბაიას", "სამტრედიის", ბათუმის "დინამოს", "ჩიხურასა" და სოსნოვიეცის "ზაგლებიეს" ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონი კი თავდამსხმელმა "საბურთალოს" რიგებში გაატარა. გიორგი გაბედავამ "დინამოსთან" 1.5 წლით გააფორმა კონტრაქტი".