ეროვნული ლიგის განახლების წინ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კლუბის საიტთან გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა:
"როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ.
კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული.
კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში - კარანტინის
გულშემატკივრის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა, გულშემატკივარი მათ გვერდითაა და უფრო მეტად მოინდომებენ".