ეროვნული ლიგა. III ტური: "თელავმა" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" დაუზავდა - 1:1.

ფლამარიონმა დებიუტშივე წინ გაიყვანა მასპინძლები, თუმცა სტუმრები არ შეეპუენ და შესვენების შემდეგ კოხრეიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოშაძის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატზე მესამე მატჩიც ფრედ დაასრულა, "თელავმა" კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მესამე ქულა მოიპოვა.

2 ივლისს ბათუმის "დინამო" "საბურთალოს, ხოლო "თელავი" 4 ივლისს "სამტრედიას" უმასპინძლებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, ნავალოვსკი, ობოაბონა, ცინცაძე (ტეიდი 79), გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 46), ჯიღაური, მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 63)

მთ. მწვრთნელი: გეგუჩაძე

თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშალეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშალეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 75), კოხრეიძე, კვასოვი (სამუშია 60)

მთ. მწვრთნელი: გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ თელავი. ვულაცავ კარგ თამაშს და კიდევ ერთ ქულას ამბიციურ ბათუმთან. თელავი მშვენიევრად იცავდა თავს და გოლის გატანის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, ცოტა გამართლება და ბათუმიდან 3 ქულს წამოიღებდნენ. ბათუმი ჯერ ფორმაში არ არის. არ ვთვლი რომ ბათუმელები ალმაცერად უყურებენ სხვა გუნდებს და შეურაწყოფენ, როგორც დაბლა კომეტარში წერია.მე ძალიან მომწონდა ის ატმოსფერო რაც ანგისას სტადიონზე იყო და იმედი მაქვს სულ მალე ახალ ბრწყინვალე სტადიონზე უფრო უკეთეს ატომოსფეროს ვიხილავთ.
G.LA
18:37 26-06-2020
0
Batumi arapropfesionalebisnxelshia baladze geguchadzis mafia plus fexburtis armcodne prezidenti.gulis.amrev tamash vuyirebt 2 welia da amoxbedit yelshi wadit tavi dagbanenet .mohvshordit.arxart arc angisis arc barumisnstadionisngirsinda.motumetes chveni gulshematkivrobis
Batumeli
15:56 26-06-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
4
2
2
0
4
8
4
1
3
0
2
6
4
0
1
3
-5
1