ეროვნული ლიგა. III ტური: ლიდერმა "ლოკომოტივმა" დებიუტანტ "მერანთან" ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში "ლოკომოტივისა" და "მერანის" მატჩი 1:1 დასრულდა.

"ლოკომოტივს" ლევან კორღალიძის ნაცვლად პირველად უხელმძღვანელა სოსო ფრუიძემ. უნდა ითქვას, თავიდან დებიუტანტი "მერანი" უკეთ გამოიყურებოდა და 59-ე წუთზე ლოგიკურად დაწინაურდა კიდეც, როდესაც დეისაძემ მეურვეს დაასწრო და თავურით ბურთს შეროზიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გაშვებული გოლის შემდეგ "ლოკო" ინიციატივას დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა შონიამ თავურით ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის დასასრულს მასპინძლები შეტევაში გაერთნენ, სტუმრებმა სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს, დეისაძემ შეცვლაზე შესული გაბისკირია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან კარგი შანსი
ხელიდან გაუშვა.

"მერანმა" ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და პირველი გოლი გაუშვა.

3 ივლისს "ლოკომოტივი" თბილისის "დინამოს" ხვდება, ხოლო 5 ივლისს "მერანი" "ტორპედოს".

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - მერანი 1:1
გოლები: 0:1 დეისაძე (59), 1:1 შონია (76)

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (ინჯგია 77), დ. კირკიტაძე (თ. კირკიტაძე 77), კობახიძე (გავაშელიშვილი 84), სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ფრუიძე

მერანი (4-1-4-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, მახარობლიძე (გაბისკირია 64), გეწაძე (ფიფია 82), დათუნაიშვილი, სარდალიშვილი (გოგოლაშვილი 53), დეისაძე

მთ. მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 6 /
იცით რა მოხდა ხალხნო სინამდვილეში? გაიოზ დარსაძემ( ქართული ფეხბურთის დამანგრეველმა)იძულებული გახადა კორღალიძე,რომ წასულიყო და მოიყვანა თავისი მეგობარი და თავისნაირი გაიძვერა, უთავმოყვარეო ფრუიძე.დარსაძემ აკადემიიდან ახლახანს გაანთავისუფლა უმიზეზოდ 7 თუ 8 მწვრთნელი.იბადება ბატონ თოფურიასთან კითხვა, რატომ?
ვაკო
11:41 27-06-2020
3
შე უვიცო და უზრდელო, ფრუიძეზე მაგს რომ იტყვი, მის მერე ხომ საერთოდ ამ საიტზე შემოსაშვები არა ხარ!
საიდან მოდიხართ ასეთი არამზადა და ღვარძლიანი ახალგაზრდები? მერე კი ერთმანეთს ჰკლავთ მაგ აგრესიით, ვინ მოგწამლათ?
jango
11:35 27-06-2020
1

სიახლეები პოპულარული