დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელარუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში გეგა დიასამიძის "შახტიორი" გასვლაზე "მინსკს" დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა დიასამიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 66-ე წუთზე კი მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს.

დიასამიძე 69-ე წუთზე შეცვალეს, მან მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, სოლიგორსკელთა თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე ტრავმირებულია.

"შახტიორი" 27 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ივლისს სტუმრად "ტორპედო ბელაზს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული