ეროვნული ლიგა. III ტური: ფანცულაიამ დუბლით "ტორპედოს" "ჩიხურასთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივნისს, ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი აქამდე უქულოდ მყოფ "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში შორიდან დარტყმული ბურთით "ჩიხურა" ბუხაიძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბურთი საჯარიმოში ხელზე საჩხერელთა მცველს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი ტაბატაძემ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მეკარე ბულისკერიას შეცდომით გვაზავამ ისარგებლა და ანგარიში 0:2 გახდა. თუმცა შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ ჯერ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ფანცულაიას ორივე საგოლე გადაცემა ივანიშვილმა გაუკეთა.

4 ივლისს "ჩიხურა" "დილას" უმასპინძლებს, ხოლო "ტორპედო"
5 ივლისს თბილისში "მერანს" დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 2:2
გოლები: 0:1 ბუხაიძე (18), 0:2 გვაზავა (49), 2:1 ფანცულაია (64), 90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (48)

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია, ტაბატაძე (კ), მირცხულავა, კასრაძე, ნადარაია, მარკოვიჩი (შარვაშიძე 62), ძარია (აბულაძე 73), ჯანელიძე, ივანიშვილი, ციცქიშვილი, პონომარი (ფანცულაია 57)

მთ. მწვრთნელი: ხაჩიძე

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), კორიფაძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ფოცხვერია 83), კიკაბიძე (დეკანოიძე 61), ბუხაიძე (მუჯირი 67)

მთ. მწვრთნელი: თურმანიძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყვირილით და წივილით თამაშს ვერ მოიგებ ფეხბურთელები წნეხის ქვეშ არ უნდა ამყოფო შედეგი სახეზეა
ჩიხუ ფან
09:48 01-07-2020
0
გული გეტკინება, ძალიან დაბალი საშემსრულებლო დონეა! ჩვენს ჩემპიონატს პოზიტივი არ ეტყობა.
მერაბი
10:12 29-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3