ეროვნული ლიგა. IV ტური: გაძევება, გაცუდებული პენალტი და ბათუმელთა მიჯრით მეოთხე ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

ბათუმის "დინამომ" პირველი სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, "საბურთალო" კი მესამე ტურში მოულოდნელად თბილისის "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა და ამდენად, გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა.

ეს შეხვედრასაც დაეტყო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხისტი თამაში იყო, მომენტები კი ხშირად არ იქმნებოდა.

ანგარიში ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ნონიკაშვილმა გახსნა, რომლის დარტყმული ბურთი ორივე ძელს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. ეს "საბურთალოში" მისი პირველი გოლია. თუმცა ჯიღაურმა მალევე აღადგინა წონასწორობა.

ამის
შემდეგ თამაში გაიხსნა, უფრო თვალსასეირო გახდა. 73-ე წუთზე კარის წინ მაჭარაშვილმა გაფრინდაშვილი წააქცია, გააძევეს და სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის გატანა ფლამარიონის კუპატაძემ არ დაანება.

დარჩენილ დროში ბათუმელებმა რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და - 1:1.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 1:1
გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (61), 1:1 ჯიღაური (66)
გაძევება: მაჭარაშვილი (73)
გამოუყენებელი პენალტი: ფლამარიონი (74)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ცინცაძე (ტეიდი 46), ჯიღაური, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 66), მამუჩაშვილი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 60), ფლამარიონი

მწვრთნელი: გეგუჩაძე

საბურთალო (5-2-1-2): კუპატაძე, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, ნონიკაშვილი (ბელიაევი 72), მაჭარაშვილი, ტერა, ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე (გულიაშვილი 90+1), ქავთარაძე (ცნობილაძე 76)

მწვრთნელი: შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბათუმის დინამო და გეგუჩაძე სწორ გზაზე არიან მომავალში მეორე ლიგის ჩემპიონი გახდება
ნოდარი
10:32 03-07-2020
6
Gunds yabs saertod prezidenti?geguchadze moashore an shen moshordi vabshe dinamis azrze arxar fex urtis.amodit yelshi da nuimadlebit ragac ragacaebs.
5555
04:15 03-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3