კახა ჩხეტიანი: ანგარიშით და მოგებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ლოკომოტივის" 4:0 დამარცხების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"კმაყოფილი ვარ მოგებით და ანგარიშით. შეხვედრის პირველ ტაიმში არერთი საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან,  როდესაც გვმართებდა ანგარიშის გახსნა. ღმერთის წყალობით მეორე ნახევარში გავიტანეთ გოლი, უფრო გაიხსნა თამაში და საბოლოოდ ოთხი გოლი გავიტანეთ.

მადლობა ფეხბურთელებს მონდომებისა და პასუხისმგებლობსთვის. ასევე გულშემატკივრებს მადლობა, ისინი სტადიონის გარედან, ჩვეულად ბოლომდე გვამხნევებდნენ. სასიხარულოა, რომ ამ მოგებით პირველ ადგილზე ავინაცვლეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სტადიონზე არავინ მიდიოდა და ეხლა სტადიონის გარედან იყო ულტრასები? ))) გადაკეტილი იყო მთლიანიი ცაბაძე წერეთელი )))
ტოტტი
07:34 04-07-2020
4
ოთხი გოლიდან სამი ლოკომოტივმა თვითონ გაიტანა თავის კარში.სიხარულის და კმაყოფილების მიზეზს ვერ ვხვდები
ნუკრი
07:59 04-07-2020
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული