ეროვნული ლიგა. IV ტური: "თელავმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "თელავმა" საკუთარ მოედანზე "სამტრედია" 3:1 დაამარცხა.

"თელავმა" ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილიზეა და 10 ივლისს თბილისში "საბურთალოს" შეხვდება.

"სამტრედია" 4 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 9 ივლისს "ჩიხურას" უმასპინძლებს.

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 ყურბანოვი (9, პენ), 2:1 რუხაძე (22, პენ), 3:1 ძოწენიძე (54)

თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშელეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 58), სამუშია (კვასოვი
72), კოხრეიძე

მწვრთნელი: გოცირიძე

სამტრედია (4-4-2): სეფიაშვილი (კ), კილასონია, ახალაძე (ფერეირა 85), ინკუმი, კვირკვია (ლუკავა 63), ქოჩლაძე (ილურიძე 46), ყურბანოვი, მესიაჩენკო, დისი, სამბუ, იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 11 /
კი მსაჯის წყალობით
iko
05 ივლისი 2020 15:32
1
ვულოცავ თელავს მშვენიერ თამაშს და 3 ქულას. წაუგებელი ვართ იმედია კიდევ გავაგრძელებთ წაუგებლობას. მშვენიერი დაცვა, შეკრული გუნდი და უკვე გარკვეული გამოცდილება. თელავმა დაამტკიცა ეს დინამო თბილისთან, დილასთან და ბათუმის დინამოსთან. სამტრედიასთან რაღა თქმა უნდა აუვცილებელი მოსაგები გვქონდა, რადგან პირველ ლიგაში ზუსტად ამ მსაჯმა არაფრისათვის მეკარე გაგვიგდო და პენალტი აჩუქა სამტრედიელებს. ეს მსაჯი იყო რუსთავთან პლეი ოფშიც და მოთამაშე გაგვიგდო ისევ არაფრის გულისათვის მარა მაინც მოვიგეთ. ბოღმას არ გადაყვეთ თუ ვინმეს შეგშურდათ რამე. სამტრედიიდან მინიმუმ ქულას წამოვიღებთ. კი დაბალ ლიგიდან მოდიან ბევრი ბიჭები, მარა თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. ჩვენ ხუთეულის გუნდი გვყავს, სამტრედიამ იფრთხილოს ისევ არ გავარდნენ. რადგან ვერაფერი ღირებული ამ თამაში ვერ შექმნეს.
G.LA
05 ივლისი 2020 03:15
1
მეოთხე ლიგიდან მოსულები ფეხბურზთელები გონიათ თავი,სად აქვს რომელიმეს ნათამაშები მეოთხე და მოყვარულთა ლიგა,მსაჯები რომ არა ისევ კუთვნილ მეოთხე ლიგაში უნდა იყოს,ამის მაგალითი დღევანდელი მსაჯობა იყო,გოლის არ ჩათვლა,მოგონილი პენალტი,უხეშობაზე ბარათის არ მიცემა და კიდევ იტყვიან გუნდმა მოიგოო,მსაჯმა მოიგო და რატომ გააკეთა ესუკვე გასარკვევია
გურჯი
05 ივლისი 2020 00:47
24
თქვენ რომ სიტიდან და რეალიდან წამოიყვანეთ მოთამაშეები, იმიტომ ვერ მოგიგოთ თელავმა)) თან ლიგის ჯგუფში გამოწრთობილი გუნდი გყავთ. შემთხვევით თქვენ ის გუნდი ხომ არ გყავთ აზერებმა რომ გადაუარეს და მერე გადმოუარეს, ან თქვენ საიდან ამოხვედით?
gurjis
05 ივლისი 2020 04:18
4
ლადოსიანებს თამაშის შეფასება კარგად აქვს გაშლილი გაზეთ ლელოს,იხ.ალ.კაკაურიძე
პროფესორ
05 ივლისი 2020 03:10
1
თელავზე შარშან გასაგდები იყო ფეხბურთელი,დღეს რაც იკადრა მსაჯმა ეს ისე არ დარჩება,თელავი რომ ჭ-კლასის გუნდი გომ არის ფაქტია,საინტერესოა დღევანდელ მსაჯზე თუ ქონდა რამდ ფორმით ზემოქმედება,დღეს თელავს მიართვეს სამი ქულა პირველივე ტაიმში და სწორედ ეს არის შეგნებული მსაჯის მხრიდან,ყველა შემთხვევაში გადასახედია დღევანდელი შედეგი
ლადო
05 ივლისი 2020 00:40
13
ეხ ლადო სჯობია თვალი გაახილო,ჩამოწერილი ილურიძე და კვირკვია ფეხბურთელები გგონია...მეკარე სეფიაშვილის და აზერის გარდა ვინ გყავთ ნორმალური?!21-23 წლის ბიჭებს სთხოვ რატო არ გაქვთ უმაღლესი ლიგა არ გაქვთ ნათამაშებიო,ერთად მოდის ბირთვი უკვე 3 წელია,დაბალი ლიგიდან მაღლა და ვითარდებიან,აგერ ბერიაშვილი 21 წლამდელებში სტაბილურად თამაშობს უკვე,ან კოხრეიძეს რას უწუნებ,ან რუხაძეს,თოლორდავა ბათუმთან საუკეთესოდ აღიარეს,წააგებთ მსაჯი,შამბალასთანაც მსაჯმა გაგწირათ?!საქართველოს სირცხვილი ხართ სამტრედია და ვიტ ჯორჯია ევროტურნირებზე...
ილუზიებში ცხოვრობ ლადო
05 ივლისი 2020 01:50
2
სამარცხვინო მსაჯი,წინასწარ დაგეგმილი იყო ეს,თელავი მოგების გამო ყველაფრის მკადრებელი რომ არის ფაქტია მაგრამ მსაჯმა რაც გააკეთა ეს ყველა ზღვარს ცდება,გოლის არ ჩათვლა,მოგონილი პენალტის დადება,ეს დაუშვებელია
ლადო
04 ივლისი 2020 23:19
24
ასი პროცენტით გეთანხმები,ეს ის მსაჯი ხომ არის შარშან დისკვალიფიკაცია რომ მისცეს?წელსაც არ იშლის იგივეს,თელავს მხოლოდ გუნდის სახელი რომ ქვია დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა,ეს მსაჯი უნდა მოიკვეთის დს ამ თამაშის შედეგი უნდა გაუქმდეს
ლადოს
05 ივლისი 2020 00:18
10
თამაშს თუ უყურე თელავმა აშკარად აჯობა სამტრედიას,ფეხბურთია, საეჭვო მომენტები ყოველთვის იქნება,რას ნიშნავს თელავი მოგების გულიზე ყველაფერზე წავა?!ბრძოლობენ ბიჭები და დამსახურებულ ქულებს აგროვებენ...დინამოს აჯობეს,ბათუმმა მეორე ტაიმში მომენტი ვერ შეგვიქმნა,დილას ნაღდად ეკუთვნოდა ქულა და წაიღო კიდეც..შეგვარგეთ მოგება...თქვენ ჯიბრზე კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებთ...ისე სხვათაშორის შარშან 4 თამაშში 2 ჯერ კაცი გაგვიგდეს სამტრედიასთან,კიდევ თქვენ ლაპარაკობთ მსაჯებზე...კალაძე მომიკითხეთ...მადლობა უთხარით ჩემპიონები რო გახდით და მერე აზერბაიჯანელებთან სახალხოდ შერცხვით
Lados
05 ივლისი 2020 00:13
3
რაც მართალია მართალია სამტრედიას ხელი ეტყობა რა ყველა მხრიდან. რამდენი იწვალეს არადა ამ კოლექტივის შესაქმნელად.
Gjvepa
04 ივლისი 2020 23:16
7

სიახლეები პოპულარული