ეროვნული ლიგა. IV ტური: "ტორპედოს" პირველი გამარჯვება - ქუთაისური გუნდი აღორძინებას იწყებს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ტორპედომ" თბილისში 2:0 სძლია "მერანს".

უნდა ითქვას, ასე კარგად და ორგანიზებულად ქუთაისელთა გუნდს კარგა ხანია არ უთამაშია და საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა ასევე ასპარეზობას?

მიმდინარე ჩემპიონატზე "ტორპედომ" პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მერვე ადგილზეა და 12 ივლისს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

"მერანი" კი 3 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და 11 ივლისს გორში "დილას" შეხვდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ბობკო (32), ფანცულაია (60)

მერანი (4-1-4-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე (ბოლქვაძე
67), კახელიშვილი, მახარობლიძე (გაბისკირია 46), შარიქაძე, დათუნაიშვილი, დეისაძე, ფიფია (გოგოლაშვილი 46)

მწვრთნელი: დარასელია

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია, ტაბატაძე (კ) (გრიგალაშვილი 61), კასრაძე, ნადარაია, ადამაძე, ძარია, ბობკო (შარვაშიძე 67), ჯანელიძე, ივანიშვილი (მირცხულავა 81), ციცქიშვილი, ფანცულაია

მწვრთნელი: ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეტოქე იმდენს სცდილობდა არიქა გოლი გამიტანეთო, რა გული უნდა გქონდეს კაცს რომ უარი უთხრა და 2 გოლი მაინც არ გაუტანო?
წარმატებები ორიევ კლუბს ლიგაში დასარჩენად საბრძოლველად!
jango
15:46 06-07-2020
0
შეცდომა არ არის, რა გჭირს კაცო, ხაჩიძეს პრო ლიცენზია აქვს და გაფორმებულია.
რეი
09:29 06-07-2020
0

სიახლეები პოპულარული