მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა.

კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" მარტის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "რკინიგზელებმა" მხოლოდ 2 მატჩი გამართეს ("მერანთან" (1:1) და თბილისის "დინამოსთან" (0:4)).

უცნობია, თუ სად განაგრძობს მუშაობს გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და ისიც, თუ ვინ ჩაუდგება "ლოკომოტივს" სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აი მალადეც აბა რა უნდა გაეშვათ ზუსტად 2 თამაში აჩვენებს მწვრთნელის შესაძლებლობებს 2 მატჩი სრულიად საკმარისია ამის დასადგენათ. :))
Giorgi
16:48 06-07-2020
2
მასე ჩიხურამ ყველა მატჩის შემდეგ უნდა იცვალოს მწვრთნელი?
ტატო
17:44 06-07-2020
0

სიახლეები პოპულარული