ანრი ჭიჭინაძე: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია

AutoSharing Option
ანრი ჭიჭინაძე წლეულს ზამთარში შეუერთდა დედაქალაქურ "საბურთალოს". მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ამპლუით მცველს ტიტულები მრავლად დაუგროვდა. როგორც ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალში კიდევ სურს, აქტივს მორიგი ჯილდოები შემატოს. ანრისთან საუბარი ბათუმის “დინამოს” მატჩის შეფასებით დავიწყეთ.

- თავიდანვე ვიცოდით, რომ ბათუმში რთული მატჩი გველოდა. მეტოქე ძლიერი გვყავდა. თამაში ისე წარიმართა, რომ მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. იყო იმის შესაძლებლობა, რომ აჭარიდან სამი ქულით დავბრუნებულიყავით, თუმცა ისე მოხდა, რომ გოლი მალევე გავუშვით. შემდეგ თერთმეტმეტრიანი დაგვინიშნეს, რომელიც ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
ამავდროულად, უმცირესობაში დავრჩით. მატჩის ბოლო 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. ასეთ დროს კარგია, რომ ქულის მოპოვება შევძელით.

- რა დავალებები მიიღეთ მთავარი მწვრთნელისგან?
- “საბურთალოს” ბურთის ფლობა უყვარს, ბურთი უნდა გვეკონტროლებინა, დაცვაში ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით და ამის შემდეგ უკვე შეტევაზე გვეფიქრა.

- რას ელით წლევანდელი პირველობისგან, რომელიც წინა წლებთან შედარებით განსხვავებული და მოკლე იქნება?
– ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მატჩი ბოლო შეხვედრასავითაა. არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან მოკლე ჩემპიონატია და მერე მისი გამოსწორება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცხრილის შუაში ვართ, ერთი მოგება და რამდენიმე ადგილით ზევით ავინაცვლებთ. ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა. ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

- წლეულს ევროტურნირებიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ვის მისცემს უპირატესობას ერთმატჩიანი თამაშები?
- რთულია ერთმატჩიანი თამაშით გამარჯვებულის გამოვლენა. თუმცა, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ მოემზადება, ის გავა შემდეგ ეტაპზე. ასეთ დროს, შესაძლოა, კლუბებმა თამაშის ხარისხსა და სანახაობაზე უარი თქვან და შედეგზე გააკეთონ აქცენტი.

- ბოლოს ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდით. როგორი იყო გარედან დანახული “საბურთალო” და როგორია ახლა, როდესაც უშუალოდ ამ კლუბის წევრი ხართ?
- “საბურთალო” ბევრს ესიმპათიურება, ასეა ჩემშიც. გამორჩეული კლუბია საქართველოში და ბევრის მიღწევა შეუძლია.

- ჯერ მხოლოდ 22 წლის ხართ, თუმცა უკვე მრავლად დაგიგროვდათ ტიტულები - ერთხელ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდით, ორ შემთხვევაში დავით ყიფიანის თასი აღმართეთ, სამჯერ კი სუპერთასი მოიგეთ. ალბათ, ამაზე გაჩერებას არ აპირებთ…
- ჯერ ახალგაზრდა ვარ და რა თქმა უნდა, წინ ბევრი გზა მაქვს გასავლელი. მინდა ჩემს კოლექციას მომავალში კიდევ შევმატო ტიტულები და გავამდიდრო. მოპოვებული ჯილდოები ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3