9 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "სამტრედიასა" და "ჩიხურას" დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. სტუმრებს 88-ე წუთზე შეეძლოთ გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ წიქარიძის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
"სამტრედია" 5 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 2 ქულით - უკანასკნელზე, მეათეზე.
16 ივლისს "ჩიხურა" სტუმრად "თელავს", ხოლო 17 ივლისს "სამტრედია" "მერანს" შეხვდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - ჩიხურა 0:0
სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, სამბუ (ჩაკვეტაძე 81), ფერეირა, ლუკავა (კვირკვია 46), ყურბანოვი, მესიაჩენკო, დისი, პავიშიჩი (კერძევაძე 46), იმნაძე
მწვრთნელი: კაჭარავა
ჩიხურა (4-1-2-3): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია, კორიფაძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე, კიკაბიძე (დეკანოიძე 68), ბუხაიძე (მუჯირი 59)
მწვრთნელი: თურმანიძე