ეროვნული ლიგა. V ტური: ბათუმის "დინამომ" ჭიაბრიშვილს "ლოკომოტივში" დებიუტი ჩაუმწარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ბათუმის "დინამომ" "ლოკომოტივი" უპრობლემოდ დაამარცხა - 4:1.

"ლოკომოტივის" მწვრთნელის რანგში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა სტუმრებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება. ჯერ ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გავიდა და კოხტა დარტყმით ანგარიში გახსნა, შემდეგ მანვე გამოიყენა გოლკიპერის უხეში შეცდომა, ხოლო მერე გაგოშიძემ ანგარიში 0:3 გახადა.

მეორე ტაიმში გავაშელიშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ "ლოკოს" შანსი არ ჰქონია, შეხვედრის დასასრულს კი ჯიღაურმა დალაშქრა მამარდაშვილის კარი და ზღისპირულმა გუნდმა 4 ფრის შემდეგ დამაჯერებელი
გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის "დინამო" 7 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ლოკომოტივი" ამდენივე ქულით - მეოთხეზე.

18 ივლისს ბათუმის "დინამო" "ტორპედოს", "ლოკომოტივი" კი "საბურთალოს" შეხვდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 0:1 ფლამარიონი (15), 0:2 ფლამარიონი (25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)

ლოკომოტივი (4-4-2): მამარდაშვილი, კაპანაძე, გურეშიძე, ჭანტურია (კ), გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (თ. კირკიტაძე 58), ა. კობახიძე (დ. კირკიტაძე 51), სიხარულიძე, არველაძე (გავაშელიშვილი 53)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, მ. კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 88), ტეიდი, ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (დვალიშვილი 85), ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 68)

მწვრთნელი: გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
და რატომ მოხსნეს ფრუიძე? ამის გულისთვის? და რა გამიკეთა ჭიაბრიშვილმა?
თავადი78
19:21 10-07-2020
1
სახში ადგილობრივთან 4:1 წაგება უცხოელთან ბევრად მეტს უნდა ნიშნავდეს და ევროპაზე ასე აპირებთ გასვლას?
შოკირებული გულშემატკივარი
12:06 10-07-2020
0

სიახლეები პოპულარული