10 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "საბურთალომ" "თელავი" 1:0 დაამარცხა.
დებიუტანტი "თელავი" ტოლს არავის არ უდებს და "საბურთალოსაც" ბრძოლა გაუმართა. გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 67-ე წუთზე გაიტანეს - ქავთარაძის დარტყმული ბურთი საჯარიმოში წაქცეულ ძოწენიძეს ხელზე მოხვდა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც გ. კოხრეიძემ გამოიყენა.
"საბურთალო" 8 ქულით მესამე ადგილზეა, "თელავი" კი 6 ქულით მეექვსეზე.
16 ივლისს "თელავი" "ჩიხურას, ხოლო 18 ივლისს "საბურთალო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - თელავი 1:0
გილი: გ. კოხრეიძე (67, პენ)
საბურთალო (3-4-1-2): კუპატაძე, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, კაკუბავა, ნონიკაშვილი (ცნობილაძე 77), ტერა (ბელიაევი 82), ალთუნაშვილი (გულიაშვილი 90+2), ტაბატაძე, გ. კოხრეიძე, ქავთარაძე
მწვრთნელი: შალამბერიძე
თელავი (3-4-2-1): სანიკიძე, თოლორდავა (კოშკაძე 72), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ბაჩიაშვილი, მ. ბაშელეიშვილი (ვარშანიძე 54), რუხაძე, მოსიაშვილი, ლ. კოხრეიძე, კვასოვი (სამუშია 62)
მწვრთნელი: გოცირიძე
სანამ დაუსჯელობის სინდრომი იქნება მსაჯებთან დაკავშირებით და ფედერაცია არ გამოიფხეკს ყურებს,არაფერი არ გამოსწორდება.
ადმინ თუ დაბლოკო,შენ იყო კიკაჩეიშვილი.