11 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "დილამ" სახლში 4:0 დაამარცხა "მერანი".
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. დუბლი ჩინებულ ფორმაში მყოფმა უკრაინელმა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა შეასრულა, რომელიც 5 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
"დილა" 11 ქულით გალიდერდა, თუმცა თუ 12 ივლისს თბილისის "დინამომ" ქუთაისში "ტორპედოს" მოუგო, ჩემპიონატზე ორხელისუფლებიანობა აღდგება.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - მერანი 4:0
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (58), 2:0 გაგნიძე (64), 3:0 ლექვთაძე (74), 4:0 კოვტალიუკი (85, პენ)
დილა (3-5-2): გუგეშაშვილი, გიორბელიძე, მაისაშვილი (კ), სანტოსი (ჩიტეიშვილი 46), იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 58), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 76), გაგნიძე, კოვტალიუკი
მწვრთნელი: ნემსაძე
მერანი (4-1-4-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (მიქაბერიძე 67), კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი, დეისაძე (შენგელიძე 34), ჩიქოვანი (ხაბულიანი 58)
მწვრთნელი: დარასელია