ქართული გუნდების ფან-კლუბთა ჯახი - "დინამოს" ფანებმა "ტორპედოს" ბანერი მოიპარეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/Dinamo1925Ultras

თბილისის "დინამოს" ფანებმა ქუთაისში გამართული "ქართული კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ღამით "ტორპედოს" ფან-კლუბს გუნდის ბანერი მოჰპარეს.

მოგეხსენებათ, საკლუბო სიმბოლიკა ყველა გუნდის გულშემატკივართა წმინდა ნივთს წარმოადგენს და მისი დაკარგვა სირცხვილად ითვლება, ხოლო წართმევა კი - საამაყო საქმედ.

თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოპარული ბანერის ფოტო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსეს და აღნიშნეს, რომ გაერთიანების დაბადების დღე ასე აღნიშნეს.

ამ საქციელმა კი "ტორპედოს" ფან-კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დაწერეს, რომ ღამით დაკეტილი სტადიონიდან დაუცველი ბანერის მოპარვა ღირსეული საქციელი არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
xame cariel stadionidan rame nivtis moparva ra kacuri sakcielia, es igivea mkvdars moparo sasaplaodan , tu moparvis tavi gkondat dge mogeparat, mara dge vin gagabediebdat.
KUTAISELI
09:31 24-07-2020
1
ასეთი სტატიის განთავსებისთვის დიდი მინუსი რედაქციას. ეს არის ძალადობის წახალისება. სახეები რომ „დაბრალეთ“ გგონიათ მოიხადეთ თქვენი ვალი? ზუსტად ასეთი სტატიებით იკვებებიან მოძალადეები.
დიტო
16:02 15-07-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული