ქართველების "სან ხოსეს" სასწაული "ქამბექი" - კალიფორნიელებმა თრილერში იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ MLS შეცვლილი ფორმატით განახლდა, ქართველთა "სან ხოსემ" მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება საოცრად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

"სან ხოსე ერსქვეიქსი" კანადურ "ვანკუვერ უაითქრაფთს" დღეს, 16 ივლისის დილით შეხვდა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ანგარიში კანადელებმა მე-7 წუთზე გახსნეს, გოლი ალი ადნანმა გაიტანა. 22-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახდა - საკუთარ კარში ბურთი ჟუდსონმა ჩაჭრა. პირველი ტაიმის ბოლოს კალიფორნიელებმა 1 გოლი გაიტანეს. თავი რიოსმა გამოიჩინა.

მეორე ნახევრის დასაწყისში "სან ხოსეს" არგენტინელმა მეკარე ვეგამ გურამ კაშიასთვის პასის გადაცემის დროს
შეცდომა დაუშვა და 59-ე წუთზე დაჟომემ ანგარიში 3:1 გახადა. თუმცა ნამდვილი დრამაც აქედან დაიწყო. 72-ე წუთზე ვონდოლოვსკიმ გაიტანა, 81-ე წუთზე კი მექსიკელმა ალანისმა ანგარიში გაათანაბრა. 98-ე წუთზე კი ში სალინასმა გრძელი დრიბლინგი გოლით დაასრულა და "სან ხოსეს" გამარჯვება მოუტანა.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი კალიფორნიელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო ვაკო 62-ე წუთზე შეცვალეს.

MLS რეგულარული სეზონის ნაცვლად 6 ქვეჯგუფად დაიყო და 1/8-ფინალში თითოეული ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. "სან ხოსეს" კი 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და B ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ ჯერ ვერ არიან დაჟე ახლოსაც სათანადო ფორმასთან,მაგრამ იმედი მაქვს ორივეს პროფესიონალიზმის და შევლენ ფორმაში.წარმატებები
კახა ქ.
18:56 16-07-2020
1
ვიტ-ჯორჯიაში სავარჯიშო პროცესი შეჩერდა !!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3