ეროვნული ლიგა. VI ტური: ბათუმელებმა "ტორპედოს" სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივლისს, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" 2:0 სძლია.

ხელახლა ჩამოყალიბებული "ტორპედო" კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, წინა სამი მატჩიდან 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა და ბათუმში ადგილობრივ "დინამოსაც" ბრძოლა გაუმართა. პირველ ტაიმში ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაცია ფლამარიონიმ წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია.

ქუთაისური გუნდი არ დანებდა, უტევდა კიდეც და შეცვლაზე შესულ პონომარს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს. შეხვედრის დასასრულს კი მანჯგალაძემ დალაშქრა ახალგაზრდა შოვნაძის კარი და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

გეგუჩაძის
შეგირდებმა ოთხი ფრის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "ტორპედო" მერვე პოზიციაზე დარჩა.

24 აგვისტოს "ტორპედო" "საბურთალოს" უმასპინძლებს, 26 ივლისს კი ბათუმის "დინამო" გორში "დილას" შეხვდება.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 ფლამარიონი (35), 2:0 მანჯგალაძე (88)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე (ობაობონა 86), მელიავა, გაგოშიძე, ტეიდი, ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (რეინალდო 89), ნიქაბაძე (გონსალვესი 61)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, ტაბატაძე (კ), კასრაძე, ნადარაია, ადამაძე, მარკოვიჩი, ბობკო (კვერნაძე 87), ჯანელიძე, ივანიშვილი (შარვაშიძე 77), ციცქიშვილი, ფანცულაია (პონომარი 72)

მწვრთნელი: ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული