
"გამოცდილი ცენტრალური მცველი - ნიკა სანდოხაძე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით "ლოკომოტივში" ითამაშებს.
26 წლის ფეხბურთელი "ლოკომოტივში" 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებში თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა. 2019 წელს, ის "საბურთალოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2020 წლიდან კი, "დინამო" თბილისში გადავიდა, თუმცა, ტრავმის გამო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში არ უთამაშია", - წერს "ლოკომოტივის" საიტი.
fcloco.ge