ყურბანოვმა განმარტა, თუ რატომ აღნიშნა გოლი სამხედრო მისალმებით

AutoSharing Option
"მერანთან" ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გამარჯვების გოლი "სამტრედიას" ფეხბურთელმა ნიჯატ ყურბანოვმა პენალტით გაიტანა და სამხედრო მისალმებით აღნიშნა. ნამატჩევს მან კლუბის საიტთან შემდეგი განაცხადა:

"მერანთან კარგად ვითამაშეთ. მატჩის სტარტზე გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. თუ შემდეგ თამაშებშიც ასე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ვიზამთ... როცა საკუთარს ივიწყებ, შეიძლება, ისეთი ერის შვილისგანაც მოგიწიოს რაღაცის სწავლა, რომლის სახელმწიფოებრიობა საუკუნეს ძლივს ითვლის...
კაციც შენ ყოფილხარ
00:40 19-07-2020
5
მაგას უეფა თუ გაიგებს, დაადებს გვარიან დისკვალიფიკაციას.
პოლიტიკური პროპაგანდა, ჟესტები და ა.შ. აკრძალულია სპორტში.
1234
10:35 19-07-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული