"ტორპედო" ინვესტორს არ გადასცეს, კლუბს სატრანსფერო ბანი დაადეს - იტყობინება "ჩვენ ვართ ტორპედო"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ კლუბი იტალიელ ინვესტორ ფაბიო მანინოს არ გადასცეს და გუნდს სატრანსფერო აკრძალვა დაუწესეს.

"რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს "ტორპედოს" მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა
კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება "ტორპედოდან" წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც "ტორპედოში ფულს" დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ, რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს - გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია - რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ "ტორპედოს" სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ "ტორპედოს" არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის... რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
აუ ძლივს დავისვენეთ მაგათი წუწუნისაგან.ეხლა დაიწყება ჩქარა გვიშველეთ თორემ მსოფლიო დაკარგავს დედამიწის არსებობის მანძილზე საუკეთესო გუნდს და დედამიწა შეწყვეტავს ბრუნვას და რა ვიცი კიდე რას...საბჭოთა ფეხბურურთის ფლაგმანს და საბჭოთა ნაკრების ხერხემალს და საქართველოს ინტელიგენციის(იმ ინტელიგენციის რომელიც ყოველთვის ყიდდა საქართველოს და ყველა უბედურება რაც კი გვჭირს ზუსტად იმ ინტელიგენციის დამსახურებაა)70% და რას აღარ გავიგებთ ეხლა...არა და რით განსხვავდება ტორპედო წყალტუბოს სამგურალისგან ვერ გაგვიგია. საბჭოეთის ტორპედოთი ამაყობენ და ყველა რეკორდი აქ მოხსნილი ჩაწყობილი და ნაყიდი თამაშების. მოკლედ დაგვღალეთ ამ ერთი არაფრის და არავისგან გამორჩეული გუნდით. ან იყიდეთ,ან გაყიდეთ ან დაშალეთ და დაგვასვენეთ ერთხელ და თქვენც დაისვენეთ
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
19 ივლისი 2020 10:00
23
ქუთაის ტორპედოს და თბილისის დინამოს ფან-კლუბების დაპირისპირების შესახებ ყველასთვის ცნობილია! ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ტორპედოს დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ შენ ბათუმელო ერთს გეტყვი! შენი ეს კომენტარი საღ აზრს მოკლებულია! სიძულვილით და ტყუილებითაა სავსე!
თბილისელი
19 ივლისი 2020 14:09
7
ხოო ტორპედოა არაფრით გამორჩეული გუნდი და შენი ბათუმის დინამო წარმოადგენს რამეს, საუკუნეში 1 ჩემპიონობა არ აქ მოპოვებული. ტორპედოს დონემდე ძალიან დიდი დრო გინდათ რო მოხვიდეთ!!!!
ბათუმში რომ ცხოვრობ , და თან ქუთაისის ქუჩაზე არ შეგრცხვა მაგ კომენტარის?
19 ივლისი 2020 13:42
11
ყველა გამოხმაურება
ვინ არის ეგ ჩაჩავა,ხალხო.დაიჭირეთ,გაიყვანეთ რიონის პირზე,ჩააყოფინეთ წყალში თავი და იმდენი აყურყუმელავეთ,სანამ ხელს არ მოაწერს,გვერდით მაგისი მფარველებიც მიუსვით,არც იმათ აწყენთ ყურყუმალი.ყველაფერს აქვს საზღვარი და უნამუსობის გარდაო.მართალი ყოფილა.მანდ რაღაც კორუფციული სქემაა,თორემ ასე დაუსრულებელი,არაფერი უნდა იყოს.რაღაცას ელოდება,რაღაცის თუ ვიღაცის იმედი აქვს და ეტყობა არც უსაფუძვლოდ.ეგ ინვესტორიც ხომ ცოდოა.ფულს ხარჯავს და რისთვის,ან ვისთვის.
სოსო
19 ივლისი 2020 09:31
1
ეღადავებით ხალხს ეე  ვიღაცა,რომ ძირს გითხრით გძინავთ იმ ნორმალირ ხალხს მთავრობაში ვინც კიდევ ხართ.ქუთაისზე მეტი ფიქრი გმართებთ.
Mosexoneli
19 ივლისი 2020 08:52
1
Is mtavrobaa mag xelfasebs rom ustumrebs zustad, Manino an rais fulis patronia, an rais gadamxdeli.
Axla kidev gundis moshoreba moindoma da lamaz mizezs edzebs, arika gadmomcen tu ara cavedio.

3 ramea axla am ambavshi saintereso: erti, vis jera mag zgaprebis, meore, vin elaparakeba maninos koveldge da mesame, romel enaze?
Gimzeri
19 ივლისი 2020 08:14
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული