თბილისის "დინამომ" პერალესთან კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ესპანელ მეკარე ხოსე პერალესთან კონტრაქტი გაწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ესპანელი გოლკიპერის ხოსე პერალესის თბილისში ჩამოსვლა დროში საკმაოდ გაიწელა. ამას თან დაერთო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი, რომლის გავლაც მეკარეს მოუწევდა, რაც მის გუნდთან შეერთებას კიდევ უფრო გადაავადებდა.

ამრიგად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბსა და გოლკიპერს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა. დინამო თბილისი ხოსე პერალესს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში".

მკითხველის კომენტარები / 12 /
Mაგრად ტეხავს დინამო გაძლიერების მაგივრად სუსტდება იმენაა ფიფიაა როგორც ყოველთვისს გვამცირებს უფლის გაკეთება მხოლოდ ვინები გაუშვა და ვინებიი დატოვა მაგრად ტეხავსს ჩხეტიანი მე პირადად. არმიმააჩნია კარგი ტრენერი საგოლი ფიფია რათგინდა ჯგუფში გასვლა. ჩემპიონი გუნდი დაშალეს ესპანელები გაიშვეს ლიგა ს მომდგარი მჭედლიძე კარიკარი ძალიან მაგარი იყო რავიიი ვინც მაგარი იყო ყველა გაუშვეს ამ ტრენერის დიდი პატივს ცემა მაქ მაგრამ გუნდში ნაცნობობის გამო არ უნდა იყოს ფეღბურთელი არაა რაა არაა იმენა ფიფიას სანამ არ გაყიდის გუნდს მანამდე არ გვეშველება
Dinamo qomag
21 ივლისი 2020 00:45
0
კაროჩე მწვრთნელმა დარჩიო რა აზრი არაა აქო ;დდ არც ძირითადში ჩაგსვამო კაროჩე არ მჭირდებიო რა
ბაჩო
20 ივლისი 2020 23:26
3

სიახლეები პოპულარული