ეროვნული ლიგა. VII ტური: "აუტსაიდერების" მატჩში "ჩიხურამ" "მერანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "ჩიხურამ" "მერანი" 3:0 დაამარცხა.

აუტსაიდერების მატჩში საჩხერულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ადგილი "მერანს" "დაუთმო", თავად კი ბოლოსწინა პოზიციაზეა.

31 ივლისს "მერანი" სტუმრად "თელავს" შეხვდება, ხოლო 1-ელ აგვისტოს "ჩიხურა" თბილისში "დინამოს".

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (55), 2:0 კიკაბიძე (74), 3:0 მუჯირი (87)

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ღავთაძე 56), დეკანოიძე (კიკაბიძე 56), ბუხაიძე (მუჯირი 73)

მწვრთნელი: თურმანიძე

მერანი (4-4-2): თევდორაძე, გაფრინდაშვილი,
ფოფხაძე (კ), ქარქუზაშვილი, თევზაძე, შარიქაძე, გაბისკირია (ფიფია 69), დათუნაიშვილი, სარდალიშვილი, ნაჭყებია, ჩიქოვანი (მახარობლიძე 46)

მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამივე იმერული კლუბი გასავარდ ზონასთანაა, მაგრამ სამივე ისეთი მებრძოლია ვფიქრობ არცერთი არ გავარდება
ბასკი
11:28 24-07-2020
0
ეს იკო ბრძოლით მოგებული თამაში პასები არა სწორი თავდასხმელზე აგვიანებენ და ბევრი შეცდომები რომელიც უჰდა გამოსწორდეს გილოცავთ
fanat
08:59 24-07-2020
0

სიახლეები პოპულარული