23 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "ჩიხურამ" "მერანი" 3:0 დაამარცხა.
აუტსაიდერების მატჩში საჩხერულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ადგილი "მერანს" "დაუთმო", თავად კი ბოლოსწინა პოზიციაზეა.
31 ივლისს "მერანი" სტუმრად "თელავს" შეხვდება, ხოლო 1-ელ აგვისტოს "ჩიხურა" თბილისში "დინამოს".
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (55), 2:0 კიკაბიძე (74), 3:0 მუჯირი (87)
ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ღავთაძე 56), დეკანოიძე (კიკაბიძე 56), ბუხაიძე (მუჯირი 73)
მწვრთნელი: თურმანიძე
მერანი (4-4-2): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), ქარქუზაშვილი, თევზაძე, შარიქაძე, გაბისკირია (ფიფია 69), დათუნაიშვილი, სარდალიშვილი, ნაჭყებია, ჩიქოვანი (მახარობლიძე 46)
მწვრთნელი: დარასელია