ეროვნული ლიგა. VII ტური: კაცნაკლულმა "ტორპედომ" "საბურთალოს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "საბურთალომ" გასვლაზე "ტორპედო" 4:0 დაამარცხა.

დებიუტში მსაჯმა მასპინძელთა მცველი ადამაძე გააძევა და პენალტით ანგარიში მარგველაშვილმა გახსნა. ამან მატჩის შემდგომ მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა, პირველი ტაიმი "საბურთალომ" 3:0 მოიგო და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

მეორე ტაიმში ქავთარაძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა ბულისკერიას კარი, დუბლი შეასრულა და დედაქალაქურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"საბურთალო" 12 ქულით მეორე ადგილზეა, "ტორპედო" კი 5 ქულით მერვეზე.

1-ელ აგვისტოს "ტორპედო" თბილისში "ლოკომოტივს" შეხვდება, ხოლო "საბურთალო" 2 აგვისტოს ლიდერ "დილას" უმასპინძლებს.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო -
საბურთალო 4:0
გოლები: 0:1 მარგველაშვილი (12, პენ), 0:2 გულიაშვილი (14), 0:3 ქავთარაძე (42, პენ), 0:4 ქავთარაძე (64)
გაძევება: ადამაძე 11)

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია, ვ. ტაბატაძე (კ), კასრაძე, ადამაძე, მარკოვიჩი (აბულაძე 46), ბობკო, ჯანელიძე, ივანიშვილი, ციცქიშვილი (შარვაშიძე 67), პონომარი (მირცხულავა 13), ფანცულაია

მწვრთნელი: ხაჩიძე

საბურთალო (3-5-2): კუპატაძე, ლაკვეხელიანი (ნაზარე 75), მარგველაშვილი (კ), ჭიჭინაძე, კაკუბავა, ცნობილაძე, ტერა, ალთუნაშვილი, ი. ტაბატაძე (მალი 58), ქავთარაძე, გულიაშვილი (ლუმუ 69)

მწვრთნელი: შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
სანამ ეს ვირთხები იქნებიან ტორპედოში არაფერი ეშველება. როცა იძირებოდა გუნდი ყველა განზე გადგა. ახლა მოუნდათ აშვეთიებს და იონანიძეებს ტორპედო.
ქუთაისი
18:48 25-07-2020
2
უსუსური გუნდია ტორპედო. საბურთალომ გაისეირნა როგორც ბავშვებში.ქვედა ლიგა ელოდებათ ამ გუნდით იქარის მაგათი ადგილი.
zastava
17:20 25-07-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3