25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამომ" სტუმრად "სამტრედიას" 4:0 მოუგო.
მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ გაიმართა, ვინაიდან "დინამო" 22-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
თბილისის "დინამო" 12 ქულით მეორე ადგილზეა, "სამტრედია" კი 8 ქულით მეექვსეზე.
1-ელ აგვისტოს თბილისის "დინამო" "ჩიხურას" მასპინძლობს, ხოლო 2 აგვისტოს "სამტრედია" ბათუმში "დინამოს" დაუპირისპირდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ქავთარაძე (17), 0:2 პერნამბუკო (20), 0:3 კაპანაძე (22), 0:4 ქავთარაძე (61)
სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, ახალაძე, ინკუმი, სამბუ, კვირკვია (იმნაძე 68), ყურბანოვი, დისი (ქოჩლაძე 59), პავიშიჩი, კერძევაძე (კ) (მესიაჩენკო 59)
მწვრთნელი: კაჭარავა
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი, პაპავა (კ), ბუღრიძე (კუცია 58), ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე 73), კაპანაძე (გაბედავა 64)
მწვრთნელი: ჩხეტიანი