პერუს ნაკრების ექსფორვარდმა ხუან დიეგო გონსალეს ვირხილმა, რომელიც 2002/03 წლებში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, depor.com-თან საუბარში თბილისში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"საქართველოში თამაშის დროს რამდენიმე სახალისო ისტორია გადამხდა თავს. ჩემი იქ ჩასვლის დროს, 2002 წელს, ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული ჰქონდა. გეგონებოდა, 1940-იან წლებში იყავი.
თბილისში ყველას შავები ეცვა, ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ. ქალაქის ერი ნაწილი დაბომბილი იყო, თითქმის ყველა სახლის ფანჯარა და კარები ჩამსხვრეული გახლდათ.
ასევე, ქართველებმა გამაფრთხილეს, რომ ქალებისთვის არ მეყურებინა, რადგან შეიძლება, ეს ჩემი სიკვდილით დასრულებულიყო და
სიამოვნებით ჩამაჭედებდნენ ტყვიას.
მახსოვს, ვარჯიშზე კაპიტანი და რამდენიმე იქაური თანაგუნდელი მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, იარაღების ამოღება იყო. მერე ვნახე, ვიღაც ბიჭებმა ისე დაცხრილეს მანქანა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ასეთი ამბები ყოველდღე ხდებოდა", - განაცხადა ვირხილმა.
მიშა 2004იდან მოვიდა და 2007 ში უკვე თბილისი ვერ იცნობოდა. აი მარტო მძღნერი რო გქონდეს და იმისგან როკოკოს ვაზა გააკეთო ისეთი იყო როცა დავბრუნდი. ჩამოფრენიდან 1 საათში მებაჟეს კი არ ვეკამათებოდი უკვე სახლში ვიყავი. ამის მერე 2007 წლის ხალხის გამოსვლები იყო და ნაცებს აძევებდნენ.
ჩვენ ხომ სვეტიცხოველში რო ვლოცულობთ და არსაკიძეებს მარჯვენას ვაჭრით ის ხალხი ვართ.