31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი საიტით იტყობინება, რომ 31 ივლისიდან ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება მიეცემათ:

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივრის სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.

სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს.
ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო".
მკითხველის კომენტარები / 8 /
გადაივსება სტადიონები
0
ჩემო მეგობარო,არც ჩემი ოჯახის წევრი თამაშობს ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში და არც ფანკლუბის წევრი ვარ,მაგრამ მოუთმენლად ველოდები ბათუმის დინამოს საშინაო მატჩებს რომ ტრიბუნაზე ადგილი დავიკავო.ჩემსავეთაა ათასობით ბათუმელი,5,6, და 7 ათასი მაყურებელი დადის მატჩებზე ბათუმში და თუ ვერ ხედავ ამას ეს უკვე შენი პრობლემაა.ამით არ ვამბობ იმას რომ ჩვენს ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა ან არ არის პრობლემები,თუმცა უყვარს ხალხს ჩვენი ჩემპიონატიც და ამის დასტურად გადავხედოთ ქუთაისის,თელავის,გორის და რაღა თქმა უნდა ბათუმის სტადიონებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
ზაზა-ს
13:17 31-07-2020
2

სიახლეები პოპულარული