ეროვნული ლიგა. VIII ტური: მაყურებელი დაბრუნდა - "თელავმა" და "მერანმა" ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "თელავისა" და "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.

ეს ამ სეზონში კორონავირუსის გამო აკრძალვის შემდეგ მატჩებზე მაყურებლების დასწრების პირველი მატჩი იყო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრებსაც არ დაუტოვებიათ ურიგო შთაბეჭდილება და - უგოლო ფრე.

"თელავი" 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, "მერანი" კი 4 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.

6 აგვისტოს "თელავი" ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება, ხოლო 7 აგვისტოს "მერანი" თბილისის "დინამოს" შეხვდება.

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - მერანი (თბ) 0:0

თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, ვარშანიძე (მოისწრაფიშვილი
46), მ. ბაშელეიშვილი (მოსიაშვილი 69), რუხაძე, სამუშია (კვასოვი 60), კოხრეიძე

მწვრთნელი: გოცირიძე

მერანი (4-4-2): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ნუსუევი (კაკაშვილი 60), ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (ბოლქვაძე 70), გეწაძე, სარდალიშვილი (გაბისკირია 78), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დებიუტანტების კვალობაზე,მშვენიერი თამაში იყო.ტემპიანი,დაძაბული და კორექტული.მხოლოდ გოლები დააკლდა.მაყურებელიც ძალიან კარგად იქცეოდა,მაგრამ სტადიონის კედლებზე ნამეტი მაყურებელი,ერთის მხრივ ძალიან კარგია,მეორე მხრივ კი,რა თქმა უნდა, ისევ საფრთხის შემცველია.იქნებ 50%-თ დაგვეტვირთა სტადიონები?ერთ ორ ტურს შევხედოთ და დასკვნები მერე გავაკეთოთ.თამაშს ინტერნეტით ვუყურე და გუნდების ერთმანეთისაგან გარჩევა,ძალიან ჭირდა.ფორმის ფერები ეკრანზე,თითქმის ერთნაირი ჩანდა.ალბათ საშეჯიბრო კომიტეტმა თუ სხვამ,ვისაც ეს ეხება,მეტოქე გუნდების კონტრასტული ფერებით მოედანზე გამოსვლას,მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.
სოსო
13:15 01-08-2020
1

სიახლეები პოპულარული