31 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "თელავისა" და "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.
ეს ამ სეზონში კორონავირუსის გამო აკრძალვის შემდეგ მატჩებზე მაყურებლების დასწრების პირველი მატჩი იყო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრებსაც არ დაუტოვებიათ ურიგო შთაბეჭდილება და - უგოლო ფრე.
"თელავი" 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, "მერანი" კი 4 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.
6 აგვისტოს "თელავი" ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება, ხოლო 7 აგვისტოს "მერანი" თბილისის "დინამოს" შეხვდება.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - მერანი (თბ) 0:0
თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, ვარშანიძე (მოისწრაფიშვილი 46), მ. ბაშელეიშვილი (მოსიაშვილი 69), რუხაძე, სამუშია (კვასოვი 60), კოხრეიძე
მწვრთნელი: გოცირიძე
მერანი (4-4-2): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ნუსუევი (კაკაშვილი 60), ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (ბოლქვაძე 70), გეწაძე, სარდალიშვილი (გაბისკირია 78), გოგოლაშვილი
მწვრთნელი: დარასელია