ეროვნული ლიგა. VIII ტური: "დინამომ" მოიგო და გალიდერდა - ხვალამდე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში თბილისის "დინამომ" "ჩიხურა" 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და მხოლოდ 68-ე წუთზე მოახერხეს გოლის გატანა, როდესაც ბუღრიძის დარტყმული ბურთი მეკარე ბეგაშვილმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას შეცვლაზე შესულმა კუხიანიძემ დაასწრო. ამის შემდეგ კუხიანიძეს კიდევ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ბეგაშვილი.

ამ მოგების შედეგად "დინამო" 15 ქულით გალიდერდა, თუმცა "დილას", რომელიც 2 აგვისტოს გასვლაზე "საბურთალოს" ხვდება, ლიდერობის დაბრუნება შეუძლია.

რაც შეეხება "ჩიხურას", 5 ქულით მე-8 ადგილზეა.

7 აგვისტოს თბილისის "დინამო" "მერანს",
ხოლო 9 აგვისტოს "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ჩიხურა 1:0
გოლი: კუხიანიძე (68)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი (კუცია 46), პაპავა (კ), ბუღრიძე (აზაროვი 85), ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე 64), კაპანაძე

მწვრთნელი: ჩხეტიანი

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა (ფოცხვერია 85), კახაბრიშვილი, წიქარიძე (ღავთაძე 79), კიკაბიძე, ბუხაიძე (დეკანოიძე 75)

მწვრთნელი: თურმანიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუგებარი შეცვლები თამაშს აგებ და შემტევ ფეხბურთელებს ცვლი და შეტევას არ აძლლიერებ ბოდიში მაგრამ ვერ გავიგე
ჩიხუ ფან
17:05 02-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული