მსაჯის დასჯილმა "დილამ" პასიური თამაშისთვის "საბურთალო" დასაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში "საბურთალოსა" და "დილას" მატჩი 1:1 დასრულდა.

თავიდან "საბურთალო" უტევდა და 28-ე წუთზე ტერამ ანგარიში ალთუნაშვილის კარგი პასის შემდეგ გახსნა. ამის მერე მასპინძელთა იერიშები ჩაცხრა და "დილა" გააქტიურდა - მე-40 წუთზე კოვტალიუკს გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კოვტალიუკი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში კაკუბავას ეუხეშა და მსაჯმა კვირიკაშვილმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. უნდა ითქვას, არბიტრმა გორული გუნდის საკვანძო ფეხბურთელის მიმართ ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, "საბურთალო" ანგარიშის
შენარჩუნებაზე აკეთებდა აქცენტს და დაისაჯა კიდეც: "დილას" 56-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლაცაბიძემ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა სპანდერაშვილმა გამოიყენა იმავე ლაცაბიძის აქტიურობის შედეგად და საპასუხო გოლი გაიტანა.

"დილა" 16 ქულით ლიდერია, "საბურთალო" კი 13 ქულით მესამე ადგილზეა.

10 აგვისტოს "დილა" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო 11 აგვისტოს "საბურთალო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი"
საბურთალო - დილა 1:1
გოლები: 1:0 ტერა (28), 1:1 სპანდერაშვილი (79)
გაძევება: კოვტალიუკი (45+2)

საბურთალო (3-5-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ჭიჭინაძე, კაკუბავა (გრიგალაშვილი 68), ცნობილაძე, ტერა (მაჭარაშვილი 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, ქავთარაძე, გულიაშვილი (ლუმუ 73)

მწვრთნელი: შალამბერიძე

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), მაისაშვილი, იენდეუნტი, ეტოუ (სანტოსი 63), ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 46), გორგიაშვილი (სპანდერაშვილი 30), ლექვთაძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 14 /
შალამბერიძე გასაშვებია ძინავს საბურთალოს პრეზიდენტს?
ისე ხალხო ევრო სტანდარტების გუნდი რომ გინდათ და სასომხეთის გუნდს ვერ მოუგეთო იცით რომ იმის ერთ ფეხბურთელს რაც აქვს ხელფასი აქ 5 ფეხბუთელი რომ შეკრიბო აღრმატება ჩვენების ხელფასს
გულშემატკივარი
11:28 03-08-2020
1
საბურთალოს არ ხვდება ჩემპიონობა, არარის ჟილკიანი გუნდი. ბევრჯერ დაამტკიცა ეს.....
გაიხსენეთ შარშანაც როგორ სუსტად ეთამაშა აქ სომხეთის გუნდს.
დათო
02:30 03-08-2020
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
11
6
4
1
14
22
11
5
5
1
10
20
11
2
8
1
3
14
11
3
3
5
-7
12
11
0
5
6
-12
5
11
1
2
8
-18
5